საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ერთაინი ნაციონალური მოძრაობის" გაყოფას გამოეხმაურა.

 

სრულად...

პრეზიდენტმა პოროშენკომ თავხედურად იცრუა, როდესაც ოდესაში ჩემ მუშაობაზე ისაუბრა, - აღნიშნული განცხადება საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის ყოფილმა ხელმძღვანელმა, მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე გააკეთა.

სრულად...

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (12 იანვარი, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0023 პუნქტით გამყარდა.

სრულად...

თბილისის ყოფილი მერის, საპატიმროდან ახლახან გამოსული გიგი უგულავას განცხადებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დანგრევაზე პასუხისმგებელი არის ერთადერთი ადამიანი - ის ადამიანი, ვინც ეს პარტია შექმნა.

 

სრულად...

ქობულეთის მუნიციპალიტეტში საქველმოქმედო აქცია გაიმართა. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა სულხან ევგენიძემ კვირიკეში მიქელაძეების სოციალურად დაუცველი ოჯახი მოინახულა და სასურსათო ამანათები გადასცა. მიქელაძეების ოჯახში 16 სული ცხოვრობს, რომელთაგანაც 9 მცირეწლოვანია. ამის შესახებ Guardian.ge-ს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს.

სრულად...

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გაყოფის თაობაზე დავით ბაქრაძის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ, სააკაშვილის გუნდისაგან გამიჯნულმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომ „პარტია არ შეუქმნია მიხეილ სააკაშვილს“, რომელიც მისი თქმით, 2002 წლის მსგავსად „აღარ ასხივებს ლიდერობას“, „აღარ არის ლიდერობის ღირსი“ და „ეს პარტია შექმნა ძალიან ბევრმა თავისუფალმა, ძლიერმა ადამიანმა“, რომელთა ნაწილი, მათ შორის პარტიის გენერალური მდივანი დღეს ციხეში იმყოფება.

სრულად...

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთი-ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, დღეს პარტია დადგა იმ რეალობის წინაშე, რომ ხდება „ნაციონალური მოძრაობის" გაყოფა.

სრულად...

საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობას ახალი მეთაური ჰყავს. დღეს გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა შალვა ჯაბახიძემ სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ბაზაზე დასავლეთ სარდლობის პირად შემადგენლობას ახალი სარდალი, პოლკოვნიკი გიორგი მათიაშვილი წარუდგინა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სრულად...

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკა მელია ე.წ. ბოკერია-უგულავას ფრთის მიერ პარტიიდან წასვლის დაანონსებას ეხმაურება და აცხადებს, რომ „ბოკერიამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გადაწყდა, რომ პარტიის ყრილობაში 7 000 დელეგატი მიიღებდა მონაწილეობას".

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი