ახალი წელი ქართველმა სამხედროებმა, ავღანეთში, ამერიკელ თანაბერძოლებთან ერთად იზეიმეს. ახალი წლის ღამე მე-3 ქვეითი ბრიგადის 32-ე მსუბუქმა ქვეთმა ბატალიონმა, აშშ-ს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად (Task Force Tiger), საახალწლო ღონისძიებით აღნიშნა, სადაც მისალოცი სიტყვების, სამხედრო ჯილდოების გადაცემისა და საახალწლო ტორტის გაჭრასთან ერთად, ქართველი სამხედროების მიერ ტრადიციული ქართული ცეკვები შესრულდა.

სრულად...

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პირველმა ლედიმ ახალი წელი თბილისში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან ეგაძეების ოჯახს მიულოცეს.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიასა და ევროკავშირის ეგიდით მალიში სამხედრო-საწვრთნელ მისიაში მონაწილე ქართველ მშვიდობისმყოფელებს ახალი წელი მიულოცეს.

სრულად...

რუსთავში დღეს დილით 5 ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა ცურტაველის მოედანზე გმირთა მემორიალზე BMW-ს ტიპის ავტომანქანის შეჯახების შედეგად.

სრულად...

ქობულეთში ახალი წლის დადგომა პომპეზურად აღინიშნა. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ცნობილი ქართველი მომღერლების მონაწილეობით გალა კონცერტი გაიმართა. ქობულეთის გამგებელმა სულხან ევგენიძემ მოსახლეობას შობა-ახალი წელი მიულოცა და წარმატებები უსურვა.

სრულად...

სულ მცირე 39 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 16 უცხოელი, სტამბულში ღამის კლუბზე მომხდარი თავდასხმისას, 69 ადამიანი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ინფორმაციას ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია (BBC) თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

სრულად...

ახალი წელი მიულოცა საქართველოს მოსახლეობას პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა. როგორც მან აღნიშნა, 2016 წელს, „იყო ბევრი მიღწევა და გამარჯვებები, მაგრამ ასევე იყო სირთულეები, გამოწვევები“. პრემიერმა პირობა დადო, რომ რომ „2017 წელი, მართლაც, იქნება განსაკუთრებული შესაძლებლობების წელი“.

სრულად...

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს მოსახლეობას ახალი წელი პრეზიდენტის სასახლიდან ქველმოქმედ ადამიანებთან ერთად მიულოცა.

სრულად...

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ საქართველოს მოსახლეობას ახალი წლის დადგომა მიულოცა. როგორც პატრიარქმა ბრძანა. „იმედით უნდა ვუყუროთ ჩვენს მომავალს და ვიფიქროთ ჩვენ სამშობლოზე. სამშობლო უპირველეს ყოვლისა“. მან ასევე აღნიშნა, რომ „არც ერთი ადამიანი არ უნდა დარჩეს შრომის გარეშე, მისი მოღვაწეობა უნდა იყოს სამშობლოს საკეთილდღეოდ“.

სრულად...

ამერიკის ვერმონტის შტატის ელექტრო კომპანიამ განაცხადა, რომ მათ იპოვეს კომპიუტერული პროგრამის უზრუნველყოფის დამაზიანებელი კოდი, რომელიც სავარაუდოდ რუსი ჰაკერების მიერ არის გამოყენებული მათი კომპანიის ლეპტოპებიდან ერთ-ერთზე.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი