ჩვენ, სამწუხაროდ, ჩავდივართ დანაშაულს, ჩვენი ახალგაზრდების წინაშე - ჩვენ ყოველწლიურად ჩართული გვაქვს ქარხანა, დანაშაულებრივი ქარხანა უმუშევარი ადამიანების წარმოების, - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირდაპირ ეთერში საუბრისას გააკეთა.
საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, თავდაცვის სამინისტრო დაემსგავსა "ამოტრიალებულ პირამიდას", რადგან მისივე თქმით, "გვყავს იმაზე მეტი თანამშრომელი, ვიდრე უნდა გვყავდეს".
წუთი არ გავა რომ არ ვიფიქრო იმ ადამიანებზე, ვისაც უწევთ შემცირება, - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირდაპირ ეთერში საუბრისას გააკეთა.
ქობულეთის კულტურის სახლში საახალწლო კონცერტი გაიმართა. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ცნობით, კულტურის ცენტრის თანამშრომლები მაყურებელთა წინაშე მრავალფეროვანი საკონცერტო ნომრებით წარსდგნენ.
პოლიციის განცხადებით, ჯორჯ მაიკლის სიკვდილის გამომწვევი მიზეზის დასადგენად გვამის გაკვეთისას ჩატარებული გამოკვლევა „არასაკმარისია“. ამის შესახებ BBC წერს.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, სულხან ევგენიძემ ქობულეთის მაჟორიტარ დეპუტატთან, ნათია თხილაიშვილთან ერთად, გელაურის დასახლებაში სოციალურად დაუცველ ოჯახებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და სასურსათო ამანათები გადასცა.
ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებზე რუსეთის მიერ ჰაკერული თავდასხმის ბრალდების კვალდაკვალ ვაშინგტონის მიერ ქვეყნიდან რუსი დიპლომატების მასობრივი გაძევების გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ვლადიმერ პუტინმა გამორიცხა კრემლის მიერ ანალოგიური ნაბიჯის გადადგმა და განაცხადა, რომ რუსეთი არ უნდა „დამდაბლდეს“ „უპასუხისმგებლო დიპლომატიის“ დონეზე, მაგრამ ხაზი გაუსვა, რომ იმუშავებს, რათა აღადგინოს დიპლომატიური კავშირები დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას განცხადებით, უახლოეს პერიოდში „დელტას” ახალი ხელმძღვანელი ეყოლება.
„თავდაცვის უწყების მთავარი პასუხისმგებლობა შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლება, მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცება და ნატოსთან თავსებადობის უზრუნველყოფაა“ - თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ამ სიტყვებით შეაჯამა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ საქართველოს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე და განხორციელებული რეფორმები ქართული მედიისთვის სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (30 დეკემბერი, 2016) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0094 პუნქტით გამყარდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.