ქობულეთის გურამ თამაზაშვილის სახელობის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი „მხედრული“ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან დაბრუნდა.
საქართველოს ეროვნული ბანკი ოფიციალური კურსის დათვლაში მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ამატებს, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც სებ-ი ავრცელებს.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, 2017 წელს, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანაგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის (ლოტი I) მონაკვეთის რეაბილიტაცია დაიწყება.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ცნობით, წინასაახალწლოდ, ნოდიკო ტატიშვილმა, დათუნა მგელაძემ, სალომე ბაკურაძემ, გიგი ადამაშვილმა და ლიკა თუთისანმა არასრულწლოვან მსჯავრდებულებს ქართული და უცხოური ცნობილი ჰიტები შეუსრულეს.
სოფელ ტყვიავში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ძირითადი სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია და ამ ეტაპზე ეზოს შემოღობვა და კეთილმოწყობა მიმდინარეობს.
ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ახალქალაქი-კარწახის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ20-კმ36 (სულდა -თურქეთის საზღვარი) მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა და ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
საქართველოს პარლამენტი საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ რეზოლუციის ტექსტს ავრცელებს, რომელშიც უმთავრეს საგარეო-პოლიტიკური ამოცანად ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცება, დეოკუპაცია და მშვიდობიანი გზით საქართველოს საერთაშორისო დონეზე აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის დასახელებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1966 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ე.ჩ., თაღლითობის ბრალდებით, ზუგდიდში დააკავეს.
ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელი ჯემალ მებუკე აცხადებს, რომ 2016 წელი მუნიციპალიტეტისთვის წარმატებული წელი იყო ინფრასტრუქტურული, სოციალური, ეკონომიკური კულტურული, სპორტული პროგრამებისა და პროექტების განხორციელების თვალსაზრისით. მისი თქმით, მხოლოდ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე წელს 5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.
რუსეთმა პირობა დადო, რომ ვაშინგტონის ნაბიჯს, შეერთებული შტატებიდან 35 რუსი დიპლომატი გააძევოს, პასუხს გასცემს. ამის შესახებ BBC იუწყება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.