საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოქლის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ქართველი ხალხისადმი საახალწლო მილოცვის ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც ამბობს, რომ „როგორც არასდროს, მჯერა საქართველოს უკეთესი მომავლის და ნათელი პერსპექტივის, იმიტომ, რომ ჩვენ ამ წლებში, იმ წლებში ვნახეთ, რომ ქართველებს შეძლებიათ აღმშენებლობა“.

სრულად...

საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ქვეითი ბატალიონი ავღანეთში გადასროლისწინა სწავლების დასკვნით ფაზაზე გადავიდა. „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიისთვის მზადების ფარგლებში, დღეს ქვედანაყოფმა ჩხრეკა-კორდონის ოპერაცია ასეულის შემადგენლობით განახორციელა.

სრულად...

თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე 30 დეკემებერს, ღამით მკვლელობა მოხდა. გარდაცვლილი სავარაუდოდ, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა. გავრცელებული ინფორმაციით, ის მე-16 სართულის აივანზე იმყოფებოდა, როდესაც მისი მიმართულებით გასროლა, სავარაუდოდ სნაიპერის მიერ განხორციელდა.

სრულად...

სულ მცირე 28 ადამიანი დაიღუპა და 40 სხვა დაიჭრა ერაყის დედაქალაქ ბაღდადში ხალხით სავსე, ავტომანქანების ნაწილების ალ-სინაკის ბაზრობაზე მომხდარი ორი აფეთქების შედეგად.

სრულად...

წინასაახალწლო გზავნილში გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ყველაზე დიდი გამოწვევა, რის წინაშეც გერმანია დგას, ისლამისტური ტერორიზმია, მაგრამ გამოხატა რწმენა, რომ ქვეყანა დაძლევს ამ გამოწვევებს.

სრულად...

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა, რომელიც 2016 წლის 31 დეკემბერს პოსტს ტოვებს, იხუმრა, რომ იგი თავს გრძნობს, როგორც სინდერელა.

სრულად...

შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შეაქო ვლადიმერ პუტინი მას შემდეგ, რაც ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებზე რუსეთის მხრიდან ჰაკერული თავდასხმის ბრალდების გამო ვაშინგტონმა ქვეყნიდან რუსი დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილება მიიღო და რუსეთის პრეზიდენტმა ობამას ქმედების საპასუხოდ ამერიკელი დიპლომატების მიმართ ანალოგიური ნაბიჯი არ გადადგა.

სრულად...

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლების ოპონენტები ლარის კურსთან დაკავშირებით, ხელოვნურად ქმნიდნენ აჟიოტაჟს და ცდილობდნენ დევალვაცია მთავრობის მიერ ამ კუთხით დაანონსებულ ნაბიჯებთან დაეკავშირებინათ.

სრულად...

ვფიქრობ, რომ ის მოდელი და სტრუქტურა, რომელიც შეირჩა საკონსტიტუციო კომისიისთვის არის აბსოლუტურად სწორი, გამომდინარე იმ სიმძიმის ცენტრიდან, რომელიც ამ პროცესს ბუნებრივად აქვს და ეს არის პარლამენტი, სადაც კანონშემოქმედება მიმდინაროებს, საიდანაც ხდება საკანონდებლო ინიციატივების წარმოშობა და შემდეგ მიღება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირდაპირ ეთერში საუბრისას.

სრულად...

საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმიდან განათლების რეფორმა უმნიშვნელოვანესია, რადგან მისივე შეფასებით, საქართველოში "პროფესიული და უმაღლესი განათლების მიმდევართა თანაფარდობა, ევროპულ ქვეყნებთან შედარებით, პირდაპირი ანომალიაა".

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი