რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამოაცხადა, რომ სირიის მთავრობა და მეამბოხეები - რუსეთისა და თურქეთის გარანტიით - ცეცხლის შეწყვეტასა და სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებაზე შეთანხმდნენ.
საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი ნინო სურგულაძისა და ფონდის „ნატვრის ხე“ მიერ ორგანიზებულ საახალწლო საქველმოქმედო გალა-კონცერტს დაესწრნენ.
საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, საქართველო სირიას 100 ათასი დოლარით დაეხმარება.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება, თუმცა, ყველა რისკი მოხსნილი არ არის.
ფილიპინების პრეზიდენტი როდრიგო დუტერტე კორუმპირებულ ოფიციალურ პირებს ჰაერში აფრენილი ვერტმფრენიდან გადმოგდებით დაემუქრა, განაცხადა რა, რომ მანამდე ეს ჩადენილი აქვს.
"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ტელევიზიისთვის ყადაღის მოხსნას ითხოვს. როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ტელეკომპანია გარე ფინანსური ვალდებულებების შესრულებას ვეღარ ახერხებს. მისივე თქმით, თუ ყადაღის მოხსნა არ მოხდა, ცოტა ხანში ტელევიზია შიდა ვალდებულებებსაც ვეღარ გაისტუმრებს.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის „მუნიციპალური უფასო სასადილოს“ პროგრამის ეგიდით, უმწეოთა სასადილოს 280 ბენეფიციარს საახალწლო ტკბილეული გადაეცა. საახალწლო ამანათებისთვის ბიუჯეტიდან 1 428 ლარი გამოიყო. ამის შესახებ Guardian.ge-ს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრეს-სამსახურიდან აცნობეს.
ხონის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი დაწესებულებების ყველა აღსაზრდელს საახალწლო საჩუქრები დაურიგდება.
საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, 2017 წელს, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრებიდან 40 წლის იუბილე და უწმინდესის დაბადებიდან 85 წლის იუბილე განსაკუთრებულად აღინიშნება.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე 2016 წლის განმავლობაში, ქვეყნის საგარეო-პოლიტიკურ პრიორიტეტებზე, მნიშვნელოვან ნაბიჯებსა და მიღწევებზე ისაუბრა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.