შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაჟინებით მოუწოდებს ისრაელს „დარჩეს ძლიერი“, სანამ ის თეთრ სახლში შევა.
„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი 15-მა პირმა შეიტანა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, E60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის, ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობა დასკვნით ფაზაში გადავიდა.
ტოკიოსა და იაპონიის დედაქალაქიდან ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მძლავრი, 6.3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას იაპონიის მეტეოროლოგიურ სამსახურზე დაყრდნობით, "რია ნოვოსტი" ავრცელებს.
შავ ზღვაში ჩამოვარდნილი რუსული სამხედრო თვითმფრინავის მთავარი ჩანაწერის პოვნამ გამოამჟღავნა, რომ ავიაკატასტროფის მიზეზი ლაინერის ფრთების მოსაქნევებთან დაკავშირებით წარმოშობილი პრობლემა გახდა.
პრეზიდენტმა ხელი მოწერა რამდენიმე კანონპროექტს, მათ შორის საჯარო სამსახურის კანონში ცვლილებების შესახებ, თუმცა პრეზიდენტი მოუწოდებს პარლამენტს, არ გაიმეოროს ის არასწორი პრაქტიკა, რომელიც ჰქონდა წინა პარლამენტს კანონპროექტების გადავადებასთან დაკავშირებით, - აღნიშნული განცხადება პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ გააკეთა.
სასამართლომ გიგა ოთხოზორიას განზრახ მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჯი-ოღლი დამნაშავედ სცნო. აღნიშნულთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ მედიის წარმომადგენლებთან შემაჯამებელ შეხვედრაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ბოლო ერთი წლის განმალობაში საერთაშორისო ასპარეზზე გაწეულ სამუშაოებსა და მომავალი წლის პრიორიტეტებზე ისაუბრა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (28 დეკემბერი, 2016) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0242 პუნქტით გამყარდა.
ქობულეთის გამგებელი სულხან ევგენიძე სოფელ კვირიკეში 2012 წელს მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა და მათთან ერთად ახლადაშენებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი დაათვალიერა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.