შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ბარაქ ობამამ პირობა დადო, რომ რუსეთის მიერ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის საკითხის გამოსაკვლევად ზომებს მიიღებს.
თეთრი სახლი ვარაუდობს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი პირდაპირ იყო ჩართული ჰაკერულ ოპერაციაში, რისი მიზანიც შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევა იყო. ამის შესახებ BBC წერს.
ხმელთაშუა ზღვაში მაისში „ეგვიპტის ავიახაზების“ ჩამოვარდნილი თვითმფრინავის მსხვერპლთა ნარჩენებზე ასაფეთქებელი ნივთიერებების კვალი იპოვეს. ინფორმაციას BBC ეგვიპტელ გამომძიებლებზე დაყრდნობით ავრცელებს.
საპარლამენტო ფრაქცია "საქართველოს პატრიოტების" წარმომადგენელის, ირმა ინაშვილის განცხადებით, ფრაქცია მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში გადანაწილებული კვოტებით უკმაყოფილოა და პარლამენტის სხდომების ბოიკოტირებას გეგმავს.
მარნეულში, ბოლნისსა და ჭიათურაში აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემების (კანალიზაციის განწმენდი ნაგებობების ჩათვლით) რეაბილიტაცია-მშენებლობა განხორციელდება.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე პირველ მოადგილესთან, ირაკლი მატკავასთან ერთად, ევროკავშირის ელჩს საქართველოში იანოშ ჰერმანს შეხვდა.
მარნეულში, საცხოვრებელი ფართის მფლობელი 29 დევნილი ოჯახი გახდა. დევნილებს ახალაშენებულ კორპუსში არსებული ბინების გასაღებები დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა და ქვემო ქართლის გუბერნატორმა, პაატა ხიზანაშვილმა გადასცეს
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, არად ბენკოს შეხვდა.
დიდი ბრიტანეთის ნაყოფიერების მარეგულირებელმა ორგანომ მოიწონა ახალი რეგულაცია, რომლის მიხედვითაც ორი ქალისა და ერთი მამაკაცის მეშვეობით ბავშვების გაჩენა ხდება შესაძლებელი.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, დილიდან, ჩატარებული ინეტნსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.