ცესკო წინასწარ შედეგებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული თითოეული სუბიექტის მიერ მიღებული ხმები სრული სიზუსტით არის ასახული წინასწარ შედეგებში.
„ცენტრ პოინტის“ საქმეზე დაკავებულები ისევ პატიმრობაში რჩებიან. დაცვის მხარის შუამდგომლობა არც ერთი დაკავებულის შემთხვევაში მოსამართლემ არ დააკმაყოფილა და გურამ რჩეულიშვილო, მაია რჩეულიშვილი და ირაკლი მინდელი წინასწარ პატიმრობაში დატოვა.
თბილისს შემოერთებული სოფლების, დიდგორისა და თელოვანის გაზიფიცირება დასრულდა. თბილისის მერი დავით ნარმანია, საბურთალოს რაიონის გამგებელთან, ბექა მიქაუტაძესთან ერთად, ადგილობრივებს შეხვდა. დიდგორში, ერთ-ერთი ადგილობრივის ოჯახში, გაზქურა, სიმბოლურად, თბილისის მერმა აანთო.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ცნობით, უახლოეს პერიოდში ჩოხატაურის ბორის პაიჭაძის სახელობის ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაცია იგეგმება.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) პირველადი საბოლოო მონაცემებით, თბილისის 22 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან ყველა ოლქის მონაცემებია დათვლილი, რომლის მიხედვითაც, 18 ოლქში მეორე ტური გაიმართება, 4-ში კი არ გაიმართება.
მე ჩემი ნებით ივანიშვილს არ დავუთმობ არაფერს, - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა წევრმა, აკაკი ბობოხიძემ პარტიის ოფისში შესვლისას გააკეთა.
ქობულეთის ჭავჭავაძის უბანში სპორტული მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. დღეს მინი სტადიონის სამშენებლო სამუშაოებს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ადგილზე გაეცნენ.
მოძრაობა „პაატა ბურჭულაძე – მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ ერთ-ერთი წევრის, დავით ჯანდიერის განცხადებით, პარტიაში განხორციელდება რეორგანიზაცია და იქნება გაძლიერებისკენ ორიენტირებული.
შსს-ს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ხობის რაიონული სამმართველოს მიერ 2013 წლიდან ძებნილი, 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ბ. ლ. თბილისში დააკავეს.
„არჩევნების შედეგებით არ ვართ კმაყოფილი. არის უამრავი კითხვის ნიშანი“, - განაცხადა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით თარხან-მოურავმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.