რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, დაგეგმილია სნო-ჯუთა-როშკა-არხოტი-შატილი-ომალო-ფშაველის 200-კილომეტრიანი საავტომობილო გზის მშენებლობა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრი, პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორთან, გიორგი კობერიძესთანე ერთად, დაბა გუდაურში წყალმომარაგების სისტემის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.
საქართველოს ოფიციალურ ვიზიტად ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი მეუღლესთან და შვილთან ერთად ეწვია.
მოძრაობის „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერის, პაატა ბურჭულაძის განცხადებით, ის პარტიაში რჩება, თუმცა რეორგანიზება მოხდება. როგორც მან ჟურნალისტებს თათბირის დაწყებამდე განუცხადა, „სახელმწიფო ხალხისთვის“ მალე ყრილობის ჩატარებას გეგმავს.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ვარშალომიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ისინი ბრძოლას განაგრძობენ მე–2 ტურებშიც, იმის მიუხედავად, რომ "აჭარაში არჩევნები გაყალბდა", რის მტკიცებულებადაც პარტიის წევრებმა ოფისში ვიდეო მასალები წარმოადგინეს, რომელზეც, მათი თქმით, ამომრჩევლის მარკირება არ ხდებოდა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი გიგი წერეთელი პრემიერ მინისტრს და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს მიმართავს, პარლამენტის ქუთაისში დარჩენის შესახებ განცხადება გააკეთონ.
მერაბ მალანია აშშ-ის დელეგაციას შეხვდა. შეხვედრას საქართველოს შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, სასაზღვრო პოლიციისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი მიესალმება „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას, მიიღოს მონაწილეობა საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში.
ეროვნულმა ბანკმა (12 ოქტომბერი, 2016) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0162 პუნქტით გაუფასურდა.
კახეთის შემდეგ, რთველი რაჭა-ლეჩხუმის რეგიონშიც იწყება. სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორთან, პაპუნა მარგველიძესთან ერთად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რთველის საკოორდინაციო შტაბი გახსნა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.