ახალი პოლიტიკური ცენტრის, „გირჩის“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, სამწუხარო რეალობა, რომელშიც აღმოვჩნდით, მნიშვნელოვანწილად „ნაციონალური მოძრაობის“ დამსახურებაა.
თბილისის სატრანსპორტო სისტემას კუს ტბის განახლებული საბაგირო გზა შეემატა - დედაქალაქის მერმა, დავით ნარმანიამ ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე საბაგიროს სადგური საკრებულოს თავმჯდომარესთან, გიორგი ალიბეგაშვილთან ერთად გახსნა.
„ეროვნული ფორუმის“ ლიდერი კახა შარტავა სხვადასხვა პარტიის რესურსით "ნამდვილი, ევროპული ტიპის კლასიკური" პარტიის ჩამოყალიბების ინიციატივით გამოდის.
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა, მინისტრის მოადგილე მერაბ მალანიასთან და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორ ზვიად ქაწაშვილთან ერთად, გორში შიდა ქართლის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს განახლებული შენობა გახსნა.
შსს-ს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს ზუგდიდის რაიონის სოფელ ჯიხაშკარში 108-ე საარჩევო უბნის დარბევის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 163-ე მუხლით, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 1957 წელს დაბადებული კ.ტ. დააკავეს.
„ეროვნული ფორუმის“ ლიდერი კახა შარტავა საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აფასებს. როგორც შარტავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, "ეს უნდა ყოფილიოყო ამომრჩევლის არჩევნები და იყო ამომრჩევლის არჩევნები, მაგრამ ამომრჩეველი თანამონაწილე გახდა სისტემის მიერ ჩადენილი უმსგავსობის.
ზუგდიდის #66 ოლქში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატს, სანდრა რულოვსს იმედი აქვს, რომ განმეორებითი კენჭისყრის ჩატარების შემდეგ გაიმარჯვებს.
"რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი "ქართული ოცნების" მიერ შესაძლო საკოონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებას ეხმაურება. მისი აზრით, საკონსტიტუციო უმრავლესობა ერთი პოლიტიკური ძალის ხელში არის სახიფათო.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, სასადილო–ორხევი–ხევსურთსოფელის საავტომობილო გზის 7-კმ–იანი მონაკვეთის პერიოდული შეკეთების სამუშაოები დაასრულა.
კობა ნარჩემაშვილის განცხადებით, რომელსაც ცესკო-ს პირველადი მონაცემებით, 40,04% აქვს არჩევნებზე მიღებული, მის ოლქში გაბათილებული 1 100-ზე მეტი ბიულეტენიდან აბსოლუტურ უმრავლესობაში ხმა მისთვის ჰქონდათ მიცემული და ამან დაახლოებით 5% დააკლო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.