ქობულეთის გამგეობაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭო შეიქმნა, რომლის მიზანი შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაცია და მათთვის ადაპტირებული გარემოს შექმნაა. ამის შესახებ Guardian.ge–ს ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
"ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლის, ირაკლი ჩიქოვანის თქმით, საოლქო-საარჩევნო კომისიის მიერ საუბნო-საარჩევნო კომისიაში დასანიშნი ე.წ პროფესიული ნიშნით ასარჩევი წევრების შერჩევის პროცესში, ”ქართული ოცნების” ცალკეული ლიდერები და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები აქტიურად მონაწილეობდნენ.
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი დუშეთის, ყაზბეგისა და თიანეთის გაერთიანებულ საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დასახელდა.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზენითში ცენტრალურ გზაზე ასფალტის საფარის მოწყობა მიმდინარეობს, რომელიც ორ კვირაში დასრულდება. დღეს სამუშაოები ქობულეთის გამგებელმა სულხან ევგენიძემ აჭარის საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
თბილისის მერიასთან „პარტიზანული მებაღეობის“ ხელმძღვანელი ნატა ფერაძე ლექტორებთან ერთად ლექციების ჩატარებას იწყებს.
ქართული მხარე იმედოვნებს, რომ 5 სექტემბერს ევროპარლამენტის „ლიბეს“ კომიტეტში შეხვედრაზე საქართველოს საკითხი დადებითად გადაწყდება, - აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე.
პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ აჭარის უმაღლესი საბჭოს საარჩევნო სიის პირველი ნომერი დავით თარხან-მოურავი იქნება.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზენითში 70 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღი შენდება. სამუშაოების მიმდინარეობა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა დაათვალიერეს. ამის შესახებ Guardian.ge–ს ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გიგი გიგიაძის განცხადებით, სომხური მხარე განმარტავს, რომ სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს არ შეხვედრია.
იუსტიციის სახლის კუთვნილი ავტოსადგომი ფასიანი გახდა, თუმცა იუსტიციის სახლის თანამშრომლებისთვის ის უფასოა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.