ცრიო დე ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე თავისუფალ ჭიდაობაში მოასპარეზე გენო პეტრიაშვილი მეოთხედფინალშია.
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, პარტიის ცენტრალური შტაბის უფროსმა კახა კალაძემ მარნეულის მოსახლეობას გვერდით დგომისთვის მადლობა გადაუხადა.
ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, პარტიის ცენტრალური შტაბის უფროსმა კახა კალაძემ ბოლნისის მოსახლეობას სიტყვით მიმართა. ბოლნისში პრემიერმა და ვიცე პრემიერმა მოსახლეობას პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარუდგინეს.
რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე თავისუფალ ჭიდაობაში პირველი ორთაბრძოლა გამართა მძიმეწონოსანმა გენო პეტრიაშვილმა.
ხობის საარჩევნო ოლქში ”ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატმა, გოდერძი ბუკიამ კანდიდატურა მოხსნა. ბუკია კანდიდატურის მოხსნის შესახებ სოციალურ ქსელში წერს და აცხადებს: "დამარწმუნეს, რომ ამით პარტიისთვის არავითარ უხერხულობას არ ვქმნი".
ცენტრალური საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების თემას სპეციალური განცხადებით ეხმაურება. ცესკო-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მაქსიმალურ ძალისხმევას ჩადებს და უზრუნველყოფს საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესის მაღალი პროფესიული სტანდარტებით წარმართვას.
მარნეულის მუნიციპალიტეტში ახლადაშენებული “დებედა ჰესი” დღეს საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა და ვიცე პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ დაათვალიერეს.
უამრავი სპეკულაციის მიუხედავად, რომელსაც ვისმენთ, დარწმუნებულნი ვართ, რომ მაჟორიტარების გუნდი სწორად დავაკომპლექტეთ, - განუცხადა პრემიერმა ჟურნალისტებს ბოლნისში, დმანისსა და მარნეულში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენის შემდეგ.
გამოცდები საჭიროა, მაგრამ ეს არ უნდა იყოს სადამსჯელო ინსტრუმენტი და არ შეიძლება, მასწავლებლები ფსიქოლოგიურ ტერორში ვამყოფოთ, - განაცხადა პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.
დავასრულოთ ერთმანეთთან ჩხუბი, აუცილებლად უნდა გაერთიანდეს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი საზოგადოება, ქვეყნის განვითარების იდეის გარშემო, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა მარნეულში მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.