სოზარ სუბარმა, მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და „გორმედის“ დირექტორმა გია სვანაძემ სოფელ ჭუბერის ამბულატორიას ავტოსატრანსპორტო საშუალება, ხოლო ონის სამედიცინო ცენტრს ექოსკოპიის აპარატი გადასცეს.
პაატა ბურჭულაძის მოძრაობა ,,სახელმწიფო ხალხისთვის“ ფოთის საქალაქო ორგანიზაციის 50-მდე წევრმა დატოვა. აღნიშნულის შესახებ ორგანიზაციის ყოფილმა აღმასრულებელმა მდივანმა, ზაზა ჭურღულიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
ახალი ამბები აღარ იწერება ერთ ოთახში, ყველა ტელევიზიისთვის ერთი და იმავე ტექსტით,-აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა ბოლნისის მოსახლეობასთან შეხვედრისას გააკეთა და აღნიშნა, რომ თავისუფლება და დამოუკიდებელი მედიაგარემო ბოლო 4 წლის მთავარი მონაპოვარია.
"ქართული ოცნება" არის საქართველოში ერთადერთი რეალური პოლიტიკური ძალა, ვისაც აქვს რეალური შესაძლებლობა, ეს პრობლემები ეტაპობრივად მოაგვაროს, - განაცხადა ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ დმანისსა და წალკაში ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენისას.
არჩევნებში გამარჯვების მეორე დღიდან დაიწყება შეუქცევადი აღმავლობა ჩვენს ქვეყანაში, რასაც ყველა ოჯახი საკუთარ თავზე იგრძნობს, დღეიდან 4 წლის თავზე, ჩვენ გვექნება თვისობრივად განსხვავებული ქვეყანა, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ მინისტრმა დმანისის მოსახლეობას, რომელსაც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კახა ოქრიაშვილი წარუდგინა.
საქართველოს პრემიერი მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დმანისში მოსახლეობას დმანისისა და წალკის გაერთიანებულ საარჩევნო ოლქში "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კახაბერ ოქრიაშვილი წარუდგინა.
პოლიტიკა არის ბრძოლა, არჩევნები არის ომი, ომში დემოკრატია ნაკლებად არის, ომში არსებობს ვერტიკალი და ამ ვერტიკალის და გადაწყვეტილების შესაბამისად კონკრეტული მოქმედებები, - განაცხადა კოალიცია ”სახელმწიფო ხალხისთვის” ერთ-ერთმა, ლიდერმა მამუკა კაციტაძემ.
”სახელმწიფო ხალხისთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, კოალიცია დღეიდან აქტიურ საარჩევნო კამპანიაში გადადის.
განათლების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განმარტებით, მასწავლებლებს სასერთიფიკაციო გამოცდების ჩაბარება მომავალშიც მოუწევთ, თუმცა სისტემაში ცვლილებები განხორციელდება.
10 დღის განმავლობაში თბილისში ხეების მოჭრაზე მორატორიუმი გამოცხადდა, - აცხადებს თბილისის მერი დავით ნარმანია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.