შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1970 წელს დაბადებული, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ა. ე., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბათუმში დააკავეს.
თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური ვაკის რაიონში მცხეთის ქუჩაზე კაპიტალური რეაბილიტაციის სამუშაოებს იწყებს.
ვაკის მე-3 ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ზაზა ხუციშვილის განცხადებით, გამარჯვების შემთხვევაში ის, რწმენით და სიმართლით ემსახურება ქვეყანას.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია შეისწავლოს პოლიტიკური პარტიის მიერ განსათავსებლად წარდგენილი სარეკლამო რგოლის კანონთან შესაბამისობა და შემდგომ განათავსოს წინასაარჩევნო სარეკლამო რგოლი ეთერში.
სამგორის მე-11 საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გიორგი მოსიძის განცხადებით, იბრძოლებს იმისთვის, რათა პარლამენტში და ცენტრალურ ხელისუფლებაში ვარკეთილის ხმა გახდეს.
პროგრამა „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში ორი ახალი საწარმოს შექმნა იგეგმება. როგორც პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, თბილისში ხორცპროდუქტების საწარმო შეიქმნება, რომელიც დაასაქმებს 190 ადამიანს და 3 755 202 ლარის ინვესტიციაა განხორციელდება.
მთავრობა ამბროლაურის აეროდრომის მშენებლობის განხორციელების გამარტივებული შესყიდვის წესით დამტკიცების საკითხს განიხილავს.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დამატებითი ინფრასტრუქტურის მშენებლობა იგეგმება, - აღნიშნულ საკითხს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილავენ.
საქართველოს პრემიერ მინისტრის შეფასებით, საამაყოა, რომ გასული პერიოდის განმავლობაში, ათასობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა და ათასობით ოჯახის სიღატაკისგან ხსნა მოხერხდა.
მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები, პენსიისა და სოციალური პაკეტის მიმღები პირებისთვის დანამატის დანიშვნის პროცედურა მნიშვნელოვნად მარტივდება, - ცვლილებას მთავრობა დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.