2016 წლის ივლისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 100.7 მლნ აშშ დოლარი, ანუ 235.3 მლნ ლარი შეადგინა, რაც 10.4 პროცენტით (9.5 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2015 წლის ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

სრულად...

ეროვნულმა ბანკმა დღეს (16 აგვისტო, 2016) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0128 პუნქტით გამყარდა.

სრულად...

"ცენტრისტების" ერთ-ერთი ლიდერი, ვლადიმერ ბედუკაძე მისთვის სახელმწიფო დაცვის მოხსნას პოლიტიკურ გადაწყვეტილებას უწოდებს. ბედუკაძის თქმით, იმის მიუხედავად, რომ პროკურატურა ფლობს ინფორმაციას მისი თვალთვალისა და მუქარის შესახებ, დაცვის მოხსნის გადაწყვეტილება მაინც მიიღეს. 

სრულად...

სამი ადამიანი დაიღუპა სამტრედიის გზაზე, დაფნართან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ,  შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.

სრულად...

ლევან გოგიჩაიშვილი არის აქტიური, პატრიოტი ახალგაზრდა, რომელიც ყოველთვის მოვლენათა ეპიცენტრში იდგა, - ასე აფასებს „რესპუბლიკელთა“ ლიდერი დავით უსუფაშვილი საბურთალოს # 6 მაჟორიტარულ ოლქში მის კონკურენტს „ქართული ოცნებიდან“.

სრულად...

ვაშაძე-ჯაფარიძე-ახალი არჩევანის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, „ქართული ოცნება” არ არის გუნდი, რომელიც ქვეყანას სამომავლო განვითარებისთვის გამოადგება.

სრულად...

ქვეყანაში დამყარდა დიქტატურა, ასეთი რამ თვით სააკაშვილსაც არ უკადრია და ერთი პარტია არ აუკრძალავს მისი საქმიანობის დროს, - ასე შეაფასა "რუსთავი 2"-თან საუბრისას "ცენტრისტების" ერთ-ერთმა ლიდერმა, ვლადიმერ ბედუკაძემ საარჩევნო რეგისტრაციიდან პოლიტიკური გაერთიანების მოხსნა.

სრულად...

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენში აგროპროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, ადგილობრივმა ფერმერმა, ზაზა გვათუამ 15 ჰა ფართობზე ახალი თხილის ბაღი გააშენა. ფერმერი პროექტში 2016 წელს ჩაერთო და ბაღის გაშენებისათვის 8,925 ლარის ოდენობის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო. 

სრულად...

არჩევნების შემდეგ,  სალომე ზურაბიშვილს დღეში სამი "პაჩკა პაპიროსის" მოწევა მოუწევს ნერვიულობის ნიადაგზე, - აღნიშნული განცხადება Guardian.ge-სთან საუბრისას ექსპერტმა, გია ხუხაშვილმა გააკეთა.

სრულად...

„სახელმწიფომ ნარკოპოლიტიკის მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. ეს არ არის დასასრული და ბოლო ნაბიჯები. ამ მხრივ მნიშვნელოვანი ცვლილებები გაგრძელდება“, - განაცხადა შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი