შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველ მოადგილედ პეტრე კანკავა დაინიშნა.
ორიოდე დღის წინ, "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი, ნინო ბურჯანაძე გამოვიდა ინიციატივით, რომ საქართველოს პარლამენტმა საპარლამენტო არჩევნებამდე იმსჯელოს და ქვეყნის კონსტიტუციაში გაკეთდეს შემდეგი შინაარსის ჩანაწერი, - "საქართველო არის უბლოკო სახელმწიფო, რომლის ტერიტორიაზე არ შეიძლება იმყოფებოდეს არცერთი სხვა სახელმწიფოს ჯარი"!
გონიოს ყოფილი სასროლეთის საზღვაო ზოლში, შავი ზღვის სანაპიროზე საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური დანიშნულების ძალების ორი სამხედრო მოსამსახურის სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები ამ დრომდე მიმდინარეობს, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებს ნინო გოგუაძეს, ბექა ნაცვლიშვილს და ირაკლი აბუსერიძეს საკრებულოს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ.
მინდა გლდანის მოსახლეობამ იცოდეს, რომ ჩემი სახით თქვენ გყავთ ისეთი კანდიდატი, რომლისთვისაც თითოეული ადამიანი ძალიან მნიშვნელოვანია, - ნათქვამია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ”ქართული ოცნების” გლდანის 21-ე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ლევან კობიაშვილის განცხადებაში.
"ფიფას" ყოფილი პრეზიდენტი ჟუაო ჰავალანჯი 100 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბრაზილიელი ზეპ ბლატერის წინამორბედი იყო და მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანოს 1974–1998 წლებში ედგა სათავეში. იგი "ფიფას" საპატიო პრეზიდენტის პოსტიდან 2013 წლის აპრილში გადადგა, მას შემდეგ, რაც მექრთამეობის შესახებ გამოძიება დაიწყო, მომდევნო წელს კი ფილტვის ინფექციით საავადმყოფოში მოათავსეს.
პარლამენტის თავმჯდომარის, „რესპუბლიკური პარტიის“ საარჩევნო სიის პირველი ნომერის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მხრიდან ქართველი ხალხისთვის შეთავაზებული მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ამ ოთხი წლის განმავლობაში ყველაზე უფრო პასიურობით გამორჩეული ადამიანები არიან.
ასემც უქნიათ, ლადო ბედუკაძემ, ვალერი კვარაცხელიამ და ვლადიმერ პუტინმა არჩევნებში ერთად მიიღონ მონაწილეობა - ქართველი ხალხი მათ სანაგვეზე მოისვრის, სადაც მათი ადგილია, - აცხადებს ”რესპუბლიკელი” ლევან ბერძენიშვილი.
"ქართული ოცნების" მიერ საქართველოს მასშტაბით საარჩევნო ოლქების ნაწილში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებად "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი დეპუტატების წარდგენას პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი "პოლიტიკურ თამაშს" უწოდებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი 5 პირი: 1970 წელს დაბადებული ზ. ა., 1982 წელს დაბადებული დ. ც., 1987 წელს დაბადებული, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ჯ.ბ., 1970 წელს დაბადებული მ. ჩ. და 1969 წელს დაბადებული შ.მ., გამოძალვისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.