„ჩვენ ვართ პროფესიონალებით გაძლიერებული, განახლებული ქმედითი გუნდი, პროგრესული ხედვით, მოქმედების ზუსტი გეგმით და თანამედროვე მიდგომების მქონე პრინციპული ლიდერით“, - განაცხადა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ თბილისში პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენისას.
„ჩვენ ყველამ ერთად მნიშვნელოვანი პერიოდი გამოვიარეთ, გამოვიარეთ პერიოდი, როდესაც ადამიანის ყველაზე ფუნდამენტური უფლებები იყო ფეხქვეშ გათელილი“,-განაცხადა პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთაწმინდის პარკში, სადაც საზოგადოებას „ქართული ოცნების“ თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა.
„ქართული ოცნება“ თბილისში, მთაწმინდის პირველ საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს არ დააყენებს.
„ქართულმა ოცნებამ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა.
ყვარელში პარტია "ეროვნული ფორუმის“ რაიონული ორგანიზაცია გაიხსნა. ყვარლის და თელავის ოფისებს მერაბ ხიზანიშვილი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ Guardian.ge–ს "ეროვნული ფორუმის" თელავი–ყვარლის საარჩევნო შტაბიდან აცნობეს.
"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” საკონსტიტუციო სასამართლოში წარსადგენად პარტია „ცენტრისტების’’ აკრძალვისთვის საჭირო ხელმოწერები შეაგროვა, - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი, გიორგი კანდელაკი.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო "ცენტრისტებთან" დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. საჯარო რეესტრის ცნობით, პარტიას დღევანდელი მდგომარეობით, ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი არ ჰყავს.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ედუარდ აღასარიანის განცხადებით, მუნიციპალიტეტში მიმდინარე რამდენიმე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულდა. როგორც აღასარიანმა Guardian.ge-ს განუცხადა, დასრულებული პროექტების გარდა, რამდენიმე მსხვილი პროექტი მიმდინარეობის პროცესშია.
ქობულეთის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები დილიდან აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ Guardian.ge-ს მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს.
„რესპუბლიკური პარტიის“ წევრი ლევან ბერძენიშვილი „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერ ნინო ბურჯანაძეს ურჩევს, საქართველოს უბლოკო სტატუსის შესახებ დებატებზე „ნუ იოცნებებს“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.