ინიციატივაზე პასუხი გვექნება მას შემდეგ, რაც არჩევნებში გავიმარჯვებთ და ამ იდეას ავსახავთ კონსტიტუციაში, - ასე გამოეხმაურა ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი სერგი კაპანაძე პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის ინიციატივას, რომ კონსტიტუციის პრეამბულაში, სადაც საუბარია, რა სურს ქართველს ხალხს, დაემატოს ფრაზა - დავიმკვიდროთ სრულფასოვანი ადგილი დემოკრატიული სახელმწიფოების უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ევროატლანტიკურ სისტემაში.

სრულად...

ხობის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლები დღეს სახალხო-საეკლესიო დღესასწაულს, ცოტნეობას აღნიშნავენ. როგორც Guardian.ge ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან აცნობეს, დღესასწაულთან დაკავშირებით,  ხობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში, სადაც გადმოცემის თანახმად ცოტნე დადიანია დაკრძალული, სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა (ბერბიჭაშვილი),ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად აღავლინა.

სრულად...

აჭარაში ციტრუსის სეზონის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. დღეს, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ლაშა კომახიძე, მინისტრის მოადგილე ავთანდილ მესხიძე და ქობულეთის გამგებლის მოადგილე რატი მეგრელიძე სოფელ ბობოყვათში მეციტრუსე ფერმერებს შეხვდნენ.

სრულად...

სამტრედიაში, დემურ სტურუას თვიმთმკვლელობამდე მიყვანის საქმე გამოსაძიებლად დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს გადაეცა. როგორც პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, 8 აგვისტოს, შ.ს.ს. სამტრედიის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით.

სრულად...

გიორგი კვირიკაშვილი, როგორც ადამიანი, როგორც პრემიერი ეს არის ცალკე ღირებულება!, - აღნიშნავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი ვრცელ მიმართვაში, რომელიც დღეს მის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

სრულად...

რაც არ უნდა ჩაწეროს საქართველოს კონსტუტუციაში დღევანდელმა პარლამენტმა, ეს არ არის მხოლოდ ჩემი და არც რომელიმე სხვა პოლიტიკოსის გადასაწყვეტი. გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს მოსახლეობა, - აცხადებს ”დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი და საქართველოს უბლოკო სტატუსის ინიციატივის ერთ-ერთი ავტორი ნინო ბურჯანაძე.

სრულად...

შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ. ხ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

სრულად...

ეროვნულმა ბანკმა დღეს (12 აგვისტო, 2016) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0010 პუნქტით გამყარდა.

სრულად...

თუ ჩემს წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებების 1/10-ს მაინც დაამტკიცებენ, პირობას ვდებ დავბრუნდე თურქეთში და უმკაცრესი სასჯელი მოვიხადო, - წერს ფრანგულ გამოცემა Le Monde-ში გამოქვეყნებულ მასალაში აშშ-ში მცხოვრები სასულიერო პირი ფეთჰულაჰ გიულენი.

სრულად...

საკონსტიტუციო სასამართლოში შექმნილი ვითარება გვაკისრებს პასუხისმგებლობას, რომ ვისაც უფლება გვაქვს, წარვადგინოთ ჩვენი კანდიდატურები, - განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი