ხობის მუნიციპალიტეტის სოფლებში რეაბილიტირებულ დამშრობი სისტემის მაგისტრალურ არხებზე გადასასვლელი ხიდების მშენებლობის პროცესი მიმდინარეობს.
რეფერენდუმის ჩატარებაზე უარის თქმა იმ მოტივითა და არგუმენტით, რაც პრეზიდენტმა დაასახელა, ზოგადად, არასწორია, - აღნიშნული განცხადება "ქართული ოცნების" დეპუტატმა, გედევან ფოფხაძემ გააკეთა.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინიტროს ინიციატივით, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ველო-ტური გაიმართა, რომელმაც სტარტი „მზიურის“ პარკიდან აიღო და რუსთაველის გამზირის გავლით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან დასრულდა.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი „დიდგორობის“ დღესასწაულს დაესწრო. აღნიშნულ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მოწინააღმდეგის დასუსტების მიზნით გადაბირების მეთოდს ძალიან აქტიურად მიმართავდა ”ნაციონალური მოძრაობა”, ახლა ამას აკეთებს ”ქართული ოცნება”, - აცხადებს ”რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი ბოლო პერიოდში ოპოზიციური პარტიებიდან, მათ შორის ”რესპუბლიკური პარტიიდან” გარკვეული წევრების ”ქართულ ოცნებაში” გადასვლასთან დაკავშირებით.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით, მცხეთიდან დიდგორამდე ახალი გზის მშენებლობა იგეგმება.
ბოლო პერიოდში მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში მოწოდებული ელექტროენერგიის დავალიანებასთან დაკავშირებით საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო ეხმაურება.
"ქართველ ხალხს კარგად ახსოვს ყველას დამსახურება და მათ შორის, ბატონი ირაკლი ოქრუაშვილის“, - ასე ეხმაურება რეგიონული განვითარებისა და ინფფრასტრუქტურის მინისტრი, ნოდარ ჯავახიშვილი გორის მაჟორიტარ დეპუტატად ირაკლი ოქრუაშვილის კანდიდატურის შესაძლო დასახელებას.
გორში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბადრი ბასიშვილი საწარმო "კულას" დირექტორის განცხადებას ეხმაურება. ივანე გოგლიძემ დაადასტურა, რომ პარტიის ოფისში მინები მან ჩაამსხვრია.
შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა. ზ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.