დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ ის შეერთებული შტატების პრეზიდენტად იქნება არჩეული მან შესაძლოა ნატოს წევრი ქვეყნების გარანტირებულ დაცვაზე უარი თქვას. The New York Times–სთან საუბრისას ტრამპმა თქვა, რომ შეერთებულმა შტატებმა მოკავშირეებს დახმარება მხოლოდ მაშინ უნდა აღმოუჩინოს, თუ ისინი "დააკმაყოფილებენ მათ ვალდებულებებს ჩვენს მიმართ".
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვეენტაძის განცხადებით, დღეს საქართველოს ფინანსურ სისტემაში მთავარი პრობლემა დოლარიზაციის ძალიან დიდი მაჩვენებელია.
მომავალი წლის მეორე ნახევარში ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა დიდი ბრიტანეთის ნაცვლად ესტონეთი გახდება.
პოლიციამ სომხეთის დედაქალაქ ერევანში პოლიციის შენობასთან შეკრებილი დემონსტრანტები დაარბია. ამის შესახებ "სომხეთის სპუტნიკი" იუწყება.
რუსეთის სახელმწიფო დუმა მთავრობას რეკომენდაციით მიმართავს, საქართველოდან ღვინისა და მინერალური წყლის „ბორჯომის“ იმპორტი აკრძალოს.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ–ვალტერ შტაინმაიერი თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ პარასკევის სამხედრო გადატრიალების მცდელობის გამო სამი თვით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას გამოეხმაურა.
საქართველოს 2000-ზე მეტი ქალაქისა და სოფლისთვის ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტის ქსელი შეიქმნება, - „საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამას“ მთავრობა დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცებს.
198 დევნილ ოჯახს, თბილისში, ქუთაისში, ხონსა და ლაგოდეხში, საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემა, - განკარგულებას საქართველოს მთავრობა დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცებს.
თურქეთის პრეზიდენტმა პარასკევის სამხედრო გადატრიალების მცდელობის გამო სამი თვით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.