„მნიშვნელოვანია, რომ შემოდგომაზე საქართველოში ჩატარდეს სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნები, რადგან ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის წინსვლისთვის“, - განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ჯონ ქერიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დაწყებამდე.
ქობულეთში სადგურის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია დასრულდა. ამის შესახებ guardian.ge-ს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს.
მოძრაობა "პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" წევრი, ხათუნა ლაგაზიძე საქართველოში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ჯონ ქერის ვიზიტის მნიშვნელობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ასეთი მაღალი რანგის სტუმრის ჩამოსვლა არჩევნების წინა პერიოდში ქართველი ხალხის მხარდაჭერის მანიშნებელია.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში იმყოფება, სადაც აშშ-საქართველოს სტრატეგიული ქარტიის პლენარული სხდომა მიმდინარეობს.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა სოფელ კვირიკეში 2012 წელს სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს. ამის შესახებ guardian.ge–ს ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობას უახლოეს დღეებში ძალიან ღირსეული ადამიანი დაიკავებს“, - განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას, თუმცა არ დაუკონკრეტებია, ვისი კანდიდატურა განიხილება ამ თანამდებობაზე.
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამაში პენსიებთან მიმართებაში დაპირებების სახით „კონკრეტული რიცხვები“ ჩაიდება.
„ჩემდა სამწუხაროდ, ვითარება ისეთია, რომ „ნაციონალური მოძრაობა” ამ არჩევნებში ბარიერს ნამდვილად გადალახავს, თუმცა მათი წარმატება მნიშვნელოვანი არ იქნება და აღნიშნული პარტია პარლამენტში 15-20 მანდატს მოიპოვებს“,-განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გოგლა ჟვანიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარტია უახლოეს დღეებში დაიწყებს მაჟორიტარების წარდგენას.
არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციას“ აღმასრულებელი დირექტორის, პოლიტოლოგ გურამ ადამაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრობის“ წარმომადგენლები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რათა ნებისმიერი ბერკეტი გამოიყენონ ხელისუფლებაში დასაბრუნებლად.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.