მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ფიზიკურ პირთა ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პრივატიზების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა განიხილება.
"თავისუფალი დემოკრატების" ლიერი, ირაკლი ალასანია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ჯონ ქერისთან ოპოზიციის შეხვედრის დეტალებზე საუბრობს და აცხადებს, რომ "ვისაუბრეთ, რომ თავდაცვისუნარიანობის ამაღლებასთან ერთად საჭიროა საქართველო გახდეს რეალურად დემოკრატიული".
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან ჯონ ქერისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ჯონ ქერისთან შეხვედრისას ისაუბრეს იმ დოკუმენტებზე, რომლებსაც გუშინ მოეწერა ხელი და რომელიც, უსუფაშვილის თქმით, "მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს უსაფრთხოებას, თავდაცვისუნარიანობას".
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გამოეხმაურა ნატო-ს ვარშავის სამიტს, რომელიც ხვალ იხსნება. მისი თქმით, ვარშავის სამიტზე საქართველო ელოდება არსებითი პაკეტის კიდევ უფრო გაფართოებას და დადასტურებას იმისა, რომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ძალაში რჩება და საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი.
აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ დაადასტურა მისი განზრახვა გადადგომის შესახებ, თუკი ამას ხალხი მოისურვებს. ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა ოთხშაბათს, 6 ივლისს, ხელისუფლების მხარდამჭერ მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაცია აღნიშნულის თაობაზე აფხაზური "სპუტნიკი" ავრცელებს.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი დღეს დილით სასტუმრო ”რედისონში” ქართული ოპოზიციიდან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" და "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერებს შეხვდა.
ქობულეთში ფიჭვნარის თავისუფალ ტურისტულ ზონაში მრავალფუნქციური სპორტული მოედნების მოწყობითი სამუშაოები დასრულდა. დღეს სტადიონები მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა დაათვალიერეს. ამის შესახებ guardian.ge -ს ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოსთან დღეს გაფორმებული მემორანდუმების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.
ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი საქართველოსთან ე.წ სასაზღვრო რაიონში ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების გაუჩინარების ფაქტს ადასტურებს. აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტო „სპუტნიკი“ ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.