საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ დღეს პედაგოგებს ბოდიში მოუხადა იმის გამო, რომ მისი თქმით, " ჩვენ (ჩემნაირებს ვგულისხმობ), მოვახერხეთ მასწავლებლის დისკრედიტაცია, მისი პრესტიჟის დაგდება მშობლის, ბავშვის, ადმინისტრაციის, ფაქტობრივად ყველას წინაშე".
ავსტრიელი დეპუტატის, კრისტინა მუტონენის გიგი წერეთელზე გამარჯვება არის ზომიერი ევროპის აგრესიულ, ანტირუსულ ევროპაზე გამარჯვება, - განაცხადა რუსეთის სახელმწიფო დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსეი პუშკოვმა და მიესალმა ფაქტს, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე აირჩიეს ნეიტრალური, ნატო-ში არშემავალი ქვეყნის წარმომადგენელი.
არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციასა“ და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ხელმოწერის ცერემონია დღეს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილის აზრით, საქართელოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, არჩილ გეგეშიძის განცხადება არაკომპეტენტური იყო. მარგველაშვილის მოსაზრება ჟურნალისტებს მისმა პრეს სპიკერმა ეკა მიშველაძემ გააცნო.
”თავისუფალმა დემოკრატებმა” თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. კანდიდატები სასტუმრო ”რუმსში” გამართულ ღონისძიებაზე პარტიის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ დაასახელა.
ქობულეთის კულტურის სახლში არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ პროექტ „ქობულეთი - ტოლერანტობის ქალაქის“ ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის მონაწილეთა დაჯილდოვება გაიმართა. ამის შესახებ guardian.ge -ს ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძის მიმართ ნაფიცი მსაჯულების მიერ გამამტყუნებელი ვერდიქტის გამოტანასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი კრისტინა მუტონენი გახდა. პრეზიდენტის ასარჩევად კენჭისყრის მეორე ტურის ჩატარება გახდა საჭირო, რომლის მიხედვითაც, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე ავსტრიის წარმომადგენელს, კრისტინა მუტონენს 86-მა დელეგატმა დაუჭირა მხარი, გიგი წერეთელს კი -73-მა.
ნატო-ს ვარშავის სამიტი ფოკუსირებული უნდა იყოს რუსეთთან მიმართებაში თავდაცვაზე, შეკავების პოლიტიკაზე და დიალოგზე.
ნატო-ში ჩვენ არ მიგვიღებენ, ალბათ, მომდევნო 6, 7 ან 8 წელი. ეს არის ჩვენი პოზიცია, - აღნიშნული განცხადება "მრეწველების" ლიდერმა, გოგი თოფაზემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.