„ერთადერთი, რაც შემიძლია აბსოლუტური დარწმუნებით ვთქვა, „ქართული ოცნება“ ამ არჩევნებზე ძალიან დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს“,-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
„პროფესიულ ჯარზე გადასვლა იქნებოდა უფრო სწორი, მაგრამ ალბათ ამ ცვლილებებისთვის რაღაც პერიოდია საჭირო“,- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გედევან ფოფხაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
თურქეთი და რუსეთი ურთიერთობების ნორმალიზებაზე მუშაობას იწყებენ, - აღნიშნული განცხადება რეჯეპ ტაიპ ერდოღანის ადმინისტრაციაში გაკეთდა.
„თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება, თავდაცვის მინისტრის დონეზე, კონკრეტული ბრძანების საფუძველზეა მიღებული, თუმცა ამ ყველაფერს საკანონმდებლო დონეზე გამყარება სჭირდება“,-განაცხადა „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
საქართველოს მთავრობა, თუშეთის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, შვეიცარიელი ექსპერტების ჩართულობით შეიმუშავებს. მთიანი რეგიონების განვითარების საკითხზე შვეიცარიის გამოცდილების გაზიარება საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილისა და შვეიცარიის კონფედერაციის ეკონომიკის სამინისტროს ექსპერტთა ჯგუფის შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, თედო ჯაფარიძის განცხადებით, სამხედრო-სავალდებულო სამსახურთან დაკავშირებული საკითხები ქვეყნის უმაღლეს დონეზე უნდა ყოფილიყო განხილული.
ასეთი გადაწყვეტილებები არ მიიღება პრესკონფერენციებსა თუ პრესბრიფინგებზე, - ასე ეხმაურება პრემიერ მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი თავდაცვის მინისტრის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
დაბა ასპინძაში შორეთის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო. აღნიშნულ ქუჩაზე ასფალტი იგება, სამუშაოებს კი ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია შპს ,,ასტორია" ახორციელებს.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დაკვეთით გერმანულ-ამერიკულმა ორგანიზაციამ (GFK) სოციოლოგიური კვლევა ჩაატარა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, თბილისის ახალი შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტზე მუშაობას იწყებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.