საქართველოს დელეგაცია ბრიუსელში იმყოფება. ბელგიის დედაქალაქში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის მეორე სხდომის გამართვა იგეგმება.
ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა შესრულდა 100 პროცენტით, - აღნიშნული განცხადება გერმანიაში ოფიციალურ ვიზიტად მყოფმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა გააკეთა.
ძალიან იმედიანად ვართ განწყობილი, რომ ვიზა-ლიბერალიზაცია ძალიან მალე ხელმისაწვდომი გახდება საქართველოს მოქალაქეებისთვის, - განაცხადა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, დავით ბაქრაძემ.
ევროინტეგრაციის პროცესი, საქართველო-რუსეთის ურთიერთობები, ქვეყნის როლი რეგიონში, გერმანიასთან სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობა, საქართველოს მთავრობის რეფორმების გეგმა - აღნიშნულ თემებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „ფრიდრიხ ებერტის“ ფონდში გამართულ საჯარო გამოსვლაში ისაუბრა.
ხობის მუნიციპალიტეტში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი შპს „საქართველოს მელიორაციის“ დაკვეთით, ჭალადიდის და პატარა ფოთის ადმინისტრაციულ ერთეულებში MD მაგისტრალურ არხზე (8350 გრძივი მეტრი) ხიდების მოწყობა მიმდინარეობს.
თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა ყოფილი თანაგუნდელების ვანო მერაბიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენება მისცა.
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში, წმინდა გიორგის სახელობის ტაძართან მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოფიციალურ ვიზიტად ბრიუსელში იმყოფება. თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში თინათინ ხიდაშელი ხორვატ და პოლონელ კოლეგებს შეხვდა.
გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტრო აქტიურად უჭერს მხარს გერმანული ინსტიტუტების თანამშრომლობას საქართველოსთან მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და განათლების სფეროში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.