"საქართველო და უკრაინა ნატო-ს წევრები რომ ყოფილიყვნენ, პუტინის აგრესია არ მოხდებოდა", - აღნიშნული განცხადება "რუსთავი 2"-ის ცნობით, აშშ-ს კონგრესის ქვედა პალატაში კონგრესმენმა, ელიოტ ენგელიმ გააკეთა.
გერმანიამ არათუ იმედები გაუცრუა საქართველოს, არამედ პროცესი, რომელშიც ვიმყოფებით, კიდევ უფრო გვაახლოებს გერმანიასთან, - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ანგელა მერკელთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
"ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, რომ ავიცილოთ მტრული რიტორიკა რუსეთთან“, - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ბერლინში პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„საქართველომ დიდ წარმატებას მიაღწია, მაგრამ საქართველო არ არის ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი“,- განაცხადა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ბერლინში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
ცაგერის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში, სერგო ხაბულიანი მესტიის, ლენტეხის, ონის, ამბროლაურისა და ცაგერის გაერთიანებულ მაჟორიტარულ ოლქში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში კენჭისყრას არ აპირებს.
"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან ნდობის აღდგენა და ამ მიმართულებით ჩვენ ვახორციელებთ მიზანმიმართულ პოლიტიკას“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ბერლინში ანგელა მერკელთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
„ევროკომისიამ დაადგინა, რომ საქართველომ ყველა კრიტერიუმი შეასრულა ვიზის ლიბერალიზაციისთვის. დღეს საუბარია იმაზე, როდის მივიღებთ ჩვენ საბოლოო გადაწყვეტილებას ვიზის ლიბერალიზაციის შესახებ“,-განაცხადა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ბერლინში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
ეროვნულმა ბანკმა დღეს (15 ივნისი, 2016) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0002 პუნქტით გამყარდა.
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, გერმანიას ძალიან უხარია, რომ საქართველო პრაგმატულ ნაბიჯებს დგამს რუსეთთან.
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, გერმანია ინტერესით ადევნებს თვალყურს საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ რეფორმებს და ეკონომიკის ლიბერალიზაციას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.