საქართველო ვიზა-ლიბერალიზაციას 2016 წელს მიიღებს, - აღნიშნული განცხადება ევროკავშირის კომისარმა გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, იოჰანეს ჰანმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში გააკეთა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა სამცხე-ჯავახეთში, ქალაქ ახალციხეში გასვლითი თათბირი ჩაატარა. სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი მღებრიშვილი თბილისისა და რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელებს შეხვდა.
სოფელ ძველ აბაშაში, დიდი ქართველი მწერლის კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმის კეთილმოწყობითი სამუშაოები მიმდინარეობს.
ქობულეთში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობა გრძელდება. სამუშოების მიმდინერეობას მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა ადგილზე გაეცნო.
ქობულეთში ბაგრატიონის ქუჩაზე ასფალტის საფარის მოწყობითი სამუშაოები დაიწყო. ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა დაათვალიერეს.
თანაინვესტირების ფონდი აუქციონზე შეძენილი, კრწანისი-შინდისის გზის მიმდებარედ არსებულ 29 ჰექტარი მიწის ტერიტორიაზე ”ბრწყინვალე რეკრეაციული და სპორტული გამაჯანსაღებელი დანიშნულების სივრცის” მოწყობას აპირებს.
თანაინვესტირების ფონდი ადასტურებს, რომ კრწანისი-შინდისის გზის მიმდებარედ არსებული 29 ჰექტარი მიწის ნაკვეთი აუქციონზე თავად შეიძინა. როგორც ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აუქციონში მონაწილეობა ფონდის შუამავალმა კომპანიამ მიიღო.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ჟურნალისტებს თავისუფალი პრესის მსოფლიო დღეს ულოცავს. აღნიშნულთან დაკავშირებით პრემიერი განცხადებას ავრცელებს.
სამი უპატიოსნესი არჩევნების შემდეგ, გაყალბების საშუალებას არავინ არავის მისცემს, მით უმეტეს "მკვდარი სულებით", - აცხადებს “რესპუბლიკელი“ დეპუტატი, ლევან ბერძენიშვილი.
ნონა გაფრინდაშვილი არის ინტელექტის გამარჯვების და მებრძოლი სულის სიმბოლო, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს ჭადრაკის სასახლეში, სადაც იგი ნონა გაფრინდაშვილის ვარსკვლავის გახსნის ცერემონიას დაესწრო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.