„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებს, იქნება თუ არა პარტიის საარჩევნო სიაში სამივე ”რესპუბლიკელი” მინისტრი.
დუბაიში გარდაცვლილი ქართველი გოგონას საქართველოში გადმოსვენების ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს.
აქციის მონაწილე სტუდენტების ნაწილი ღამით უნივერსიტეტში დარჩა. ”აუდიტორია 115”-ის წევრის ლევან ლორთქიფანიძის განცხადებით, სტუდენტები რჩებიან როგორც უნივერსიტეტის პირველ კორპუსში ასევე მეექვსე კორპუსში. მისივე თქმით, სტუდენტების მთავარი მოთხოვნა პრემიერ-მინისტრის უნივერსიტეტში მისვლა და სტუდენტებთან შეხვედრაა.
დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1979 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გიორგი ფ. დააკავეს.
7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა ეკვადორში, რომელმაც სულ მცირე 77 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მეზობელმა პერუმ მისი ჩრდილოეთის სანაპიროებზე ცუნამის საფრთხის გამო გამაფრთხილებელი განცხადება გაავრცელა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
ოჯახის წევრების განცხადებით, დუბაიში გარდაცვლილი ქართველი გოგონას საქართველოში გადმოსვენების თაობაზე დახმარებისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროს უკვე მიმართეს.
ახალი პოლიტიკური ცენტრი "გირჩი" აუცილებლად იქნება წარმოდგენილი მომავალ პარლამენტში იმდენად დიდი ფრაქციით, რომ გავლენა მოახდინოს ყველა პოლიტიკურ პროცესზე , - განაცხადა "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა, პავლე კუბლაშვილმა.
„ჩვენ უკვე გამოგვეხმაურნენ მთავრობის კანცელარიიდან და ალბათ, უახლოეს პერიოდში მოლაპარაკების მაგიდასთან დავსხდებით“ - განაცხადა „აუდიტორია 115“-ის წარმომადგენელმა, ლევან ლორთქიფანიძემ კანცელარიასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.