თბილისის დიდუბის რაიონში, არჩილ კერესელიძის ქუჩაზე სულ ცოტა ხნის წინათ წაქცეულმა ხემ ავტომანქანები მოიყოლა და წერეთლის გამზირთან დამაკავშირებელი გასასვლელი მთლიანად ჩახერგა. როგორც guardian.ge-ს კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება, ადგილზე საპატრულო და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები არიან მობილიზებული.
თბილისში, ძლიერმა ქარმა რამდენიმე ადგილას ხეები მოგლიჯა და ავტომანქანები დააზიანა, საბურთალოს ქუჩაზე კი ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა. ძლიერი ქარის გამო, დედაქალაქის მასშტაბით, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში, გამოძახებებმა იმატა.
5 თვე წინასაარჩევნო კამპანია აბსოლუტურად მიუღებელია ყველა ევროპული ქვეყნისთვის, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ კოალიცია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-6 კორპუსის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეები სახელმწიფო კანცელარიისკენ დაიძრნენ, რის გამოც მელიქიშვილის ქუჩასა და რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეფერხდა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე ნინო გიორგობიანი ლევან გვაზავას იმ კომენტარს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც თითქოს სუს-ის თანამშრომელმა მნიშნველოვანი ინფორმაცია რუსეთში გაიტანა.
"საქართველოს განვითარების ფონდის" შიდა პოლიტიკის თემატური ჯგუფის ხელმძღვანელი ხათუნა ლაგაზიძე რეგიონებში "საქართველოს განვითარების ფონდის" შეხვედრებთან დაკავშირებით სხვადასდხვა სახის ხელისშემშლელ ფაქტებზე ავრცელებს ინფორმაციას.
პრემიერ მინისტრი მზად არის, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღთან დაკავშირებით კონსულტაციები გააგრძელოს, - განუცხადა ჟურნალისტებს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ გიორგი ვოლსკიმ კოალიცია ,,ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-6 კორპუსთან გამართულ აქციაზე რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ვლადიმერ პაპავა მივიდა.
კოალიცია "ქართული ოცნების" სხდომა, რომელსაც პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობდა, დასრულდა. განსახილველ საკითხთა შორის ერთ-ერთი საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები იყო.
პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს წევრებს ხვდება. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.