"ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა. ძალიან მნიშვნელოვანია მოვისმინო ის შეკითხვები, რაც ჩვენს საზოგადოებას აინტერესებს“ - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას.
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე შმაგი ბოლქვაძემ (66 კგ) რიოს ლიცენზი მოიპოვა, რაც საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებითვის რიო 2016-ის პირველი ლიცენზიაა. ბოლქვაძემ რიოს საგზური ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირზე სერბეთის ქალაქ ზრენიანინში დაისაკუთრა.
საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, თამბაქოს მოხმარებაზე რეგულაციები უახლოეს პერიოდში დაწესდება. კანონპროექტით, რომელზე მუშაობა ამ ეტაპზეც მიმდინარეობს, სამასპინძლო დაწესებულებები, სასტუმროები, ტრანსპორტი და სტადიონები შესაძლოა თამბაქოსგან სრულად გათავისუფლდეს.
აშშ-ის საელჩო საქართველოში, ელჩის იან კელის წინააღმდეგ მიმართულ მუქარაზე ქართველი სამართალდამცველების მხრიდან რეაგირების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
თბილისის ფორუმის ერთ-ერთ მომხმარებელს, სულხან წულაძეს, ამერიკის ელჩის მისამართით ინტერნეტით გაკეთებული განცხადების გამო, სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
თამაზ მეჭიაური გიორგი მარგველაშვილის გუშინდელ განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ პრეზიდენტი საღ აზრს უნდა დაემორჩილოს.
სოხუმის მარიონეტულმა რეჟიმმა დე-ფაქტო საზღვარზე ერთ-ერთი ხიდი დაკეტა. „Спутник Абхазия“ იტყობინება, რომ ეს განცხადება გალის რაიონის დე-ფაქტო გამგებელმა თემურ ნადარაიამ გააკეთა.
მისი ინფორმაციით, დაიკეტა სოფელ თაგილონში მდებარე ხიდი.
“ევროპის სახალხო პარტიის” პოლიტიკური კოორდინატორი, მონიკა ჰოლმაიერი, საქართველოსთან უვიზო რეჟიმის პროცესის წარმატებით დასრულებას ელოდება.
დეპუტატი პირად ცხოვრებაში ამსახველი კადრების გადაღებაში და გავრცელებაში ”ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებას კიდევ ერთხელ ადანაშაულებს და აღნიშნავს, რომ იმ პრობლემას, რასაც მათ ჩაუყარეს საფუძველი, მთლიანად ვერ მოხსნიან.
დუბაიში ქართველი ქალის მოკლეს. ადგილობრივი მედიასაშუალების „გალფ ნიუსის“ ცნობით, შიშველი ქალის ცხედარი დუბაიში ავტობუსის გაჩერების სიახლოვეს იპოვეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.