თურქეთის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია „ჩალიკ ჰოლდინგი“ და GE Power-ი საქართველოში ახალი მსხვილი საინვესტიციო პროექტების განხორციელებას გეგმავენ. ამის შესახებ ნათქვამია პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ეროვნულმა ბანკმა დღეს (29 მარტი, 2016) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0164 პუნქტით გაუფასურდა.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი რეჟისორისა და მსახიობის, ნანა მჭედლიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
საფუძველს ვერ ვხედავ, რომ თავდაცვის მინისტრმა თანამდებობა დატოვოს, – ეს განცხადება პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა “რესპუბლიკელების” მიერ კოალიციის შესაძლო დატოვების საკითხის კომენტირებისას ჟურნალისტებთან გააკეთა.
ეგვიპტური სამგზავრო ლაინერის გამტაცებელი დაკავებულია. გამტაცებელი თვითმფრინავიდან ხელებაწეული გამოიყვანეს. აღნიშნულ ინფორმაციას „როიტერსი“ ამ წუთებში ავრცელებს.
დავით საყვარელიძის უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილის პოსტიდან გათავისუფლებას ოდესის გუბერნატორი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება.
ექსპერტი ვანო მაჭავარიანი დაკითხვაზე დაიბარეს. მთავარი პროკურატურის ცნობით, მაჭავარიანი მოწმის სახით, მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით არის დაბარებული. მას უწყებაში ამ წუთებში ელოდებიან.
ექსპერტ ვანო მაჭავარიანის განცხადებით, სოციალურ ქსელში სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გაუგზავნეს. როგორც მაჭავარიანმა "TV პირველის" ეთერში განაცხადა, მას კადრები არ უნახავს, თუმცა, ვიდეოებს ფოტოები ედო, რომელიც მეტყველებდა, რომ ფარული ჩანაწერი იყო.
"რესპუბლიკური პარტიის" წევრი, ლევან ბერძენიშვილი აცხადებს, რომ არც ერთი "რესპუბლიკელი" მინისტრი თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.
თსუ-ში ანთიმოზ ივერიელთან დაკავშირებული თხზულებების თარგმანისა და მონოგრაფიის პრეზენტაცია გაიმართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.