სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ წარმოდგენილი ანგარიში არის ზედმეტად ზოგადი და მას მთელ რიგ საკითხებში კონკრეტიკა აკლია, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ.
საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ნანა მჭედლიძის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს და მისი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.
ჩემთვის მართლა გაურკვეველი დარჩა, უსაფრთხოების სამსახური რუსეთთან მიმართებაში რაიმე ფორმით საქმიანობს თუ არა, – განაცხადა სუს-ის ანგარიშის მოსმენისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თამარ კორძაიამ
"დიახ, მე დავარღვიე პროკურორის ეთიკა, მაგრამ დავარღვიე ამ ტერმინის მათი გაგებით" - ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურირის ყოფილმა მოადგილემ, დავით საყვარელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ფარული ვიდეოჩანაწერების შექმნასა და გავრცელებაში ლგბტ პირების უფლებადამცველი, გიორგი ტატიშვილი ყოფილი და მოქმედი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს ადანაშაულებს. ტატიშვილმა მთავარ პროკურატურას ყველა იმ პირის ვინაობა დაუსახელა, რომლებსაც ამ საქმესთან კავშირი აქვს.
თბილისის რამდენიმე უბანს ხვალ ელექტრომომარაგება შეეზღუდება. კომპანია "თელასის" ინფორმაციით, აღნიშნულის მიზეზი სხვადასხვა გეგმიური სამუშაოს ჩატარებაა.
"ჩემი სიკვდილით ვერავინ მოიგებს. ჩემით შეიძლება, დაიწყოს გზა მშვიდობისკენ, ან ომისკენ" - ამის შესახებ ნათქვამია უკრაინელი მფრინავის, ნადეჟდა სავჩენკოს წერილში, რომელიც მისმა ადვოკატმა, მარკ ფეიგინმა ტვიტერში დღეს განათავსა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე ლევან იზორია არ იზიარებს მოსაზრებას, რომ რუსეთიდან მომავალი საფრთხეები სრულფასოვნად არ არის გააზრებული.
მიმაჩნია, რომ დღეს ქვეყნის განვითარებისთვის უკეთესია, რომ კოალიცია დაიშალოს", - აცხადებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით რამაზ საყვარელიძე: "უკეთესია, კოალიცია დაიშალოს".
პიროვნება, ვისზეც ითქვა, რომ თსუ-ში მუშაობს, როგორც ე.წ. ოდეერი ჩვენთან 2015 წლის აგვისტომდე ირიცხებოდა, თუმცა მას შემდეგ ის უბრალოდ კანცლერის მოადგილე იყო, - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ ლევან იზორიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.