აა(ი)პ „თბილისის განვითარების ფონდი“-ს მიერ ჩასატარებელი სამუშაოების გათვალისწინებით 9 თებერვლიდან დაიკეტა აღმაშენებლის გამზირის მონაკვეთი ჭოროხის ქუჩიდან ზაარბრიუკენის მოედნამდე.
ლევან გაჩეჩილაძის "მაესტროს" დირექტორად დარეგისტრირება დაჩქარებული წესით მოხდება, რისთვისაც განსაზღვრული თანხაა გადახდილი, - ამის შესახებ გაჩეჩილაძემ საჯარო რეესტრთან ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, დარეგისტრირების პროცესი უკვე დაწყებულია.
საქართველოს მთავარი პროკურორი, ირაკლი შოთაძე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს, ჯეიმს ვოლშის შეხვდა.
აჭარაში ე.წ ღორის გრიპის ვირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. 66 წლის მამაკაცი საავადმყოფოში 29 იანვარს მოათავსეს, თუმცა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და დღეს ლეტალური შედეგი დადგა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს, ჯეიმს ვოლშს შეხვდა. შეხვედრას აშშ-ს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროს (INL) წარმომადგენლები და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
საქართველოს სახალხო დამცველმა მთავარ პროკურორს მსჯავრდებულ გ.ვ.-ს მიმართ განხორციელებული შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიების დაწყების წინადადებით მიმართა.
კერძო და საჯარო თანამშრომლობის ფორმატის (PPP) ფარგლებში ჯანდაცვის სამინისტროში უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. პროექტის ფარგლებში, სამი კლინიკის „თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფოს“, ყოფილი რესპუბლიკური საავადმყოფოსა და სს „უნივერსალურ სამედიცინო ცენტრის“ (ყოფილი ონკოლოგიის ცენტრი) სრული რეაბილიტაცია მოხდება.
უსინათლოთა დამოუკიდებელი და უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფის მიზნით, თბილისის მერიასა და საქართველოს უსინათლოთა კავშირს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროში სამთავრობოთაშორისი შეხვედრა, საქართველოსა და თურქეთის ხელისუფლებების წარმომადგენლების მონაწილეობით გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
ლევან გაჩეჩილაძეს "მაესტროს" შენობაში შესვლის პრობლემა არ ექნება, თუმცა არა როგორც დირექტორს, არამედ როგორც ლევან გაჩეჩილაძეს, - ამის შესახებ მაკა ასათიანმა განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.