ნატო-ს გენერალური მდივანი ევროპაში სამხედრო წარმომადგენლობის გაზრდასთან დაკავშირებით აშშ-ის გეგმებს მიესალმება. ამის შესახებ ნატო-ს პრეს-სამსახური იტყობინება.
ჩინეთის სუპერ ლიგის პოზიციის "გუანგდოუ ევერგრანდმა" "ათლეტიკო მადრიდის" მოთამაშე ჯექსონ მარტინესთან 31 მილიონი ფუნტი სტერლინგის (დაახლოებით 110 მილიონი ლარის) კონტრაქტზე ხელმოწერით აზიის სატრანსფერო რეკორდი მოხსნა. ამის შესახებ BBC იუწყება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს "მთის კურორტების განვითარების კომპანიის" გუდაურის სამაშველო სამსახურმა ორი პოლონელი ტურისტი გადაარჩინა, რომლებიც გუდაურში, "კუდებზე" სრიალებდნენ.
რუსეთის ხელისუფლებამ შეერთებული შტატების წინააღმდეგ სანქციების სია გააფართოვა. ამჯერად, ოფიციალურმა მოსკოვმა რუსეთის ტერიტორიაზე მოგზაურობა ხუთ ყოფილ ამერიკელ მაღალჩინოსანს აუკრძალა.
,,სამიდან ხუთ წლამდე პერიოდში საქართველო გაზის ექსპორტიორი გახდება და შეძლებს ბუნებრივი აირით თურქეთი და აღმოსავლეთ ევროპა მოამარაგოს”, – ეს განცხადება ვაშინგტონში, ატლანტიკურ საბჭოში კომპანია ,,ფრონტერას” ხელმძღვანელმა გააკეთა.
ახმეტის რაიონის სოფელ მატანში სანადირო თოფიდან გასროლის შედეგად დაჭრილი 15 წლის გოგონას მდგომარეობა მძიმეა. მოზარდი კატასტროფის ბრიგადამ ახმეტის რაიონული საავადმყოფოდან გვიან ღამით იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადმოიყვანა.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, ლევან მურუსიძის განცხადებით, გამოცდაზე გასული ადამიანები, რომლებზეც ეჭვები არსებობს, იქამდე ვერ მოხვდებიან სასამართლო სისტემაში, სანამ არ გაირკვევა საგამოცდო ტესტის შესახებ ინფორმაციის შესაძლო გაჟონვის საკითხი.
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტის წინაშე დღეს 14:00 საათზე წარსდგება.
ვნობილი საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე ამბობს, რომ ის ჯერ პოლიტიკაში არ მოსულა, თუმცა მის მიერ დაფუძნებული "საქართველოს განვითარების ფონდი" ქვეყნის განვითარების საკუთარი ხედვის წარდგენას და მთავრობისაგან მათი წინადადებების განხორციელებას მოითხოვს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.