აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, არჩილ ხაბაძე ბათუმის ბულვარის დირექტორის მოხსნაზე და ბულვარის მერიისთვის გადაცემის საკითხზე განმარტებებს აკეთებს. ორივე საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია აჭარის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი.
პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, პრეზიდენტის პარლამენტში მოხსენებით გამოსვლის შემდეგ ტრიბუნა მხოლოდ ფრაქციების თავმჯდომარეებს დაეთმობათ და პოლიტიკური დებატები არ გაიმართება.
არ მგონია გონიერი ხელისუფლების ინტერესში იყოს, რომ სასამართლო მას ემსახურებოდეს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ეკა ბესელიამ განაცხადა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, ლევან მურუსიძის განცხადებით, მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდების ტესტების წინასწარ გამჟღავნებისა და ასევე სხვა თემებზე იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოკვლევას აწარმოებს.
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე დაუსწრებლობის თემას ეხმაურება და ამბობს, რომ "ასე შემთხვევით მივლინებებს არ იგრძელებენ".
"რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავის დიპლომატიურ წარმომადგენლობებს მითითება მისცა, რომ მაქსიმალურად დაათბონ ურთიერთობა საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში".
"კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩემი განცხადების მთელი არსი იყო, რომ ჩვენ რეალურად შევაფასოთ მტერიც და მოყვარეც" - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხა
რთული მეტეოროლოგიური პირობების (ინტენსიური თოვის, ქარბუქის, შეზღუდული ხილვადობის) გამო, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ37-კმ55 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს, მამუკა ახვლედიანს შეხვდნენ, მოსამართლეთა კანდიდატების საგამოცდო ტესტის წინასწარ გამჟღავნებაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოსგან დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვენ.
პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში გეორგიოს ხაძიმიხელაკისმა რწმუნებათა სიგელები გადასცა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.