"ჰააგის ტრიბუნალი რუსეთს გამოძიებაში ჩართვას ვერ აიძულებს, თუმცა, მას შეუძლია, ამა თუ იმ პიროვნების წინააღმდეგ სამართლებრივი პროცედურები წამოიწყოს" - აღნიშნული განცხადება ექსპერტმა, მამუკა არეშიძემ რუსეთის იუსტიციის სამინისტროს პოზიციასთან დაკავშირებით გააკეთა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აზიის განვითარების ბანკის (ADB) მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორს იეშიმ ელჰან-კაიალარის შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა ინფრასტრუქტურული პროექტების მასშტაბების ზრდასა და მათ მაქსიმალურ დაჩქარებაზე იმსჯელეს.
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის განცხადებას მოსამართლეების საგამოცდო ტესტების წინასწარ გამჟღავნებასთან დაკავშირებით "საგანგაშოს" უწოდე
მოსამართლეობის საკვალიფიკაციო ტესტურ გამოცდაზე, ტესტის წინასწარ გამჟღავნების თაობაზე მთელი პასუხისმგებლობა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრებს, მათ შორის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, ნინო გვენეტაძეს ეკისრება, - ამის შესახებ საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ, მამუკა ახვლედიანმა განაცხადა.
საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ, მამუკა ახვლედიანმა არასამთავრობო ორგანიზაციებს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო ტესტურ გამოცდასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.
"ჩვენზე განვითარებულ ქვეყანაში ხდება საქმეების წაგება სტრასბურგის სასამართლოში, მაგრამ იმ ქვეყნებში თავში აზრად არავის მოსვლია, რომ ამის გამო კონკრეტული მოსამართლე გაეთავისუფლებინათ" - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, ლევან მურუსიძემ განაცხადა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორგანიზებით, სასტუმრო "რედისონში" მიმდინარე კონფერენციაზე მოსამართლეები პარლამენტის ვიცე-სპიკერს, მანანა კობახიძეს დაუპირისპირდნენ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით, გრიპით დაავადებისა და ექიმთან მიმართვიანობის ზრდის ტემპი საგრძნობლად შემცირებულია.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები საზოგადოებას, ხელისუფლებას, პოლიტიკურ პარტიებსა და სამოქალაქო სექტორს მიმართავს.
რუსეთი საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამრთლოს მიერ აგვისტოს ომის გამოძიებაში მონაწილეობას არ მიიღებს. როგორც „ინტერფაქსი“ იტყობინება, ამის შესახებ განცხადება ქვეყნის იუსტიციის სამინისტოში გააკეთეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.