"ეს არის აბსოლუტურად პროვოკაციული განცხადება" - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლის, დავით სანაკოევის განცხადებას.
გურჯაანში, სამების საკათედრო ტაძარი გაქურდეს. წაღებულია ერთი შესაწირი ყუთი, მეორედან კი თანხაა ამოღებული.
თეთრი სახლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, შესაბამისი განცხადება აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ერაყის პრემიერ-მინისტრ, ჰეიდარ ალ-აბადისთან სატელეფონო საუბარში გააკეთა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ყალბი ფულის დამზადებისა და გასაღების ფაქტზე ორი მოქალაქე დააკავა.
ევროკომისია საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესების საკითხზე მოხსენებას სავარაუდოდ, პარასკევს გამოაქვეყნებს. როგორც ამერიკელი გამოცემა The Wall Street Journal-ი წერს, ბრიუსელისგან ამ კუთხით დიდი მხარდაჭერაა მოსალოდნელი.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური სამსახურის უფროსმა, ირაკლი ბერაიამ ერგნეთის შეხვედრაზე ოსური დელეგაციის ხელმძღვანელის, დავით სანაკოევის განცადებები უარყო.
პანკისის ხეობაში "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლების მობილიზაცია ხდება, რაც სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე განთავსებულ რუსულ სამხედრო ბაზას, იქ მყოფ მესაზღვრეებს საფრთხეს უქმნის.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმადაც, რუსეთი უკრაინასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების მოქმედებას აჩერებს.
შეერთებული შტატების ფედერალურმა რეზერვმა, მსოფლიოს ყველაზე დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა, 2006 წლის შემდეგ პირველად, რეფინანსირების განაკვეთი 0.25% -ით გაზარდა. მოსალოდნელია, რომ ამ ნაბიჯმა მთელ მსოფლიოზე მოახდინოს გავლენა.
ჩქაროსნული ავტომაგისტრალის რუისი–აგარას 19 კილომეტრიანი მონაკვეთი დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა გახსნა. პროექტის ღირებულება 70 მილიონი ლარია. სამუშაოზე 500-სზე მეტი ადამიანი იყო დასაქმებული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.