საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფი ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებათა კონგრესის პრეზიდენტი ჟან-კლოდ ფრეკონი მიიღო.
ე. წ. შეწყალების შეახებ დაწყებულ გამოძიებას ეხმაურება კოალიცია "ქართული ოცნების" წევრი, რესპუბლიკელი დეპუტატი ლევან ბერძენიშვილი. პროკურატურის განცხადებამ ელისაშვილის ტელეფონში შეტყობინებების არარასებობის შესახებ მას ძველი იტალიური კინოები გაახსენა.
უკრაინის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო რეფორმების ნაციონალურ საბჭოზე შინაგან საქმეთა მინისტრ არსენ ავაკოვსა და ოდესის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს შორის მომხდარ ინციდენტს „სამარცხვინოს“ უწოდებს.
2016 წლიდან საქართველოში ძველი ავტოტრანსპორტის განბაჟება ძვირდება. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, მართალია, შედარებით ახალ მანქანებზე გადასახადი შემცირდება, თუმცა სპეციალისტთა გათვლით, ეს ავტობაზარზე ფასების კლების თვალსაზრისით გავლენას ვერ მოახდენს და საბოლოო ჯამში, მანქანების ფასი 30%-ით გაიზრდება.
ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის თანამშრომელი ანზორ გუნბერიძე დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
ე.წ. კოკაინის საქმეზე დაუსწრებლად ბრალდებულ ნუგზარ ბოჭორიშვილის განცხადებით, იგო მოელოდა, რომ პარლამენტის მიერ ამნისტირებულთა სიის მეორე ნაკადში მოხვდებოდა, თუმცა ასე არ მოხდა. ამის შესახებ მან ტელეკომპანია "იბერია"-ს ეთერში განაცხადა და აღნიშნა, რომ იგი წინა ხელისუფლების მიერ დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის მიზნით შეთითხნილი საქმის მსხვერპლია.
შეერთებული შტატები და რუსეთი აცხადებენ, რომ მსოფლიო სახელმწიფოების წარმომადგენლები ნიუ იორკში პარასკევს გაეროს შტაბ-ბინაში შეიკრიბებიან, რათა სირიის სამშვიდობო პროცესთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღონ.
მუქარის შემცველი, ჯერჯერობით დაუდგენელი ელექტრონული წერილის გამო ლოს-ანჯელესის სკოლები დაიხურა. ამერიკის შეერთებულ შტატებში სიდიდით მეორე სასკოლო სისტემის 640 000 მოსწავლე გააფრთხილეს, რომ არ გამოცხადდნენ სკოლებში.
ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში იან კელიმ განუცხადა.
ირაკლი აბუსერიძე რაგბის კავშირის პრეზიდენტობისთვის აღარ იბრძოლებს. შესაბამისი ინფორმაცია რაგბის კავშირის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.