ბიძინა ივანიშვილი "ქართული ოცნების" პარტიულ და კოალიციურ ღონისძიებებში აქტიურად ჩაერთვება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ განუცხადა .
საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირასა“ და უმაღლეს სასწავლებელ – „განათლების აკადემიას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის და პოლიტსაბჭოს გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, შეხვედრაზე უმრავლესობის წევრი დეპუტატების მანანა კობახიძის და ეკა ბესელიას ირგვლივ შექმნილ აჟიოტაჟზეც ისაუბრებენ.
ე.წ. კოკაინის საქმეზე მსჯავრდებული ანასტასია ზაუტაშვილი შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, ალეკო ელისაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით პირველ საჯარო განცხადებას აკეთებს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა ბურბუშელას მწარმოებელ შპს "დავლათში" არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს.
თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მკვლელობა მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკველობას გულისხმობს.
ალეკო ელისაშვილის მიერ პროკურატურაში მოტანილ მობილურ ტელეფონში არ აღმოჩნდა იმ მაღალჩინოსნების მესიჯები, რომლებსაც ის ასახელებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პროკურორმა კოკა კაციტაძემ განუცხადა.
არ არსებობს იმის სამხილი, რომ პოლონეთში ნაცისტების ის მატარებელია ნაპოვნი, რომელსაც თითქოს ძვირფასი თვლები და ოქრო გადაჰქონდა. BBC -ს ცნობით, მკვლევარებმა, პოლონეთის ქალაქ ვოლბრიზჩში სავარაუდო აღმოჩენის პრეზენტირებისას განაცხადეს, რომ იქ შესაძლოა იყოს გვირაბი და არა მატარებელი.
ე.წ. შეწყალების საქმეზე ყოფილი მთავარი პროკურორი გიორგი ბადაშვილი დაიკითხება. ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ნათია სუხიაშვილმა განუცხადა.
უკრაინისა და საქართველოს შესახებ ვიზა-ლიბერალიზაციის შესახებ ევროკომისიამ 15 დეკემბრისთვის დაგეგმილი ანგარიშის გამოქვეყნების გადავადების შესახებ გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, რომ ევროკომისიის საექსპერტო ჯგუფმა უკრაინის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი ერთ-ერთი კანონის შეფასება ვერ მოასწრო. ამის შესახებ უკრაინული გამოცემა "ევროპული სიმართლე" წერს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.