იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი თბილისის მერს დავით ნარმანიას სოფელ დიღომში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემების გამო საყვედურობს. 

სრულად...

მონტენეგროს საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრმა იგორ ლუკშიჩმა, ბრიუსელში ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მისი ქვეყანა საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე დაეხმარება და მხარს დაუჭერს.

სრულად...

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, დანამატების სისტემა მთლიანად ვერ მოიშლება. ამის შესახებ თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც დანამატებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

სრულად...

პროკურატურაში შეიქმნება საკონსულტაციო საბჭო, რომლის ფარგლებში პროკურორების გადაცდომებს, ასევე დაწინაურების და მათი მუშაობის შეფასების საკითხს განიხილავენ. ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ პროკურატურაში მიმდინარე შეხვედრაზე განაცხადა.

სრულად...

"ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" დღეს, პარლამენტში რეზოლუცია შეაქვს, რომელიც ვიზალიბერალიზაციის საკითხს ეხება. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ საქართველო, ქართველი ხალხი იმსახურებს ევროპაში უვიზო მიმოსვლას. guardian.ge მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ.

სრულად...

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, ბრიუსელში ამ წუთებში მიმდინარე პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველომ ნატოში გაწევრიანების გზაზე მნიშვნელობან პროგრესს მიაღწია.

სრულად...

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი ავარიაში მოყვა.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, თინათინ ხიდაშელი ევროკავშირის პარლამენტის უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის წინაშე სიტყვით გამოვიდა. თინათინ ხიდაშელმა ევროპარლამენტს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის არსებობა საქართველოს ტერიტორიაზე ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას რუსეთის ოკუპაციაზე, კონფლიქტურ რეგიონებსა და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე გაამახვილა ყურადღება. შეხვედრა დისკუსიის ფორმატში გაგრძელდა.

სრულად...

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ნატო-რუსეთის საბჭოს საქმიანობის აღდგენის ინიციატივით გამოვიდა. ამის შესახებ გერმანული გამოცემა "დოიჩე ველე" იტყობინება. 

სრულად...

აშშ ერაყში სპეცრაზმელებს აგზავნის. როგორც აშშ-ის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა, ეშტონ კარტერმა განაცხადა, ქვედანაყოფი სირიის ტერიტორიაზე მოქმედი ისლამისტების წინააღმდეგ ოპერაციებს ჩაატარებს. 

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი