"მუსლიმანური რელიგია და ნებისმიერი რელიგია როგორ მისცემს იმის საშუალებას, რომ უდანაშაულო ხალხი დახოცონ" - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.
საქართველოს პარლამენტმა ევროკომისიას, ევროპარლამენტს, ევროკავშირის საბჭოს, ევროპულ საბჭოს და ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს შესაძლოა სპეციალური განცხადებით მიმართოს.
აშშ გერმანიიდან რუმინეთში სამხედრო ტექნიკის 70-მდე ერთეულს აგზავნის, მიმდინარე თვეს, ჯავშანტექნიკის გაგზავნა იგეგმება ბულგარეთსა და ლიტვაშიც. ამის შესახებ პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯეფ დევისმა განაცხადა.
დიდი ბრიტანეთის პარლამენტი სირიაში საჰაერო ოპერაციის დაწყების საკითხზე მიმდინარე კვირას იმსჯელებს. როგორც პრემიერ-მინისტრმა, დევიდ ქემერონმა განაცხადა, დებატები, სავარაუდოდ, ორ დეკემბერს გაიმართება.
"ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენს მეზობლებს შორის ურთიერთობა არ იყოს დაძაბული" - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა "როსსელხოზნადზორის" ოფიციალური წარმომადგენლის, ალექსეი ალექსეენკოს განცხადების კომენტირებისას განაცხადა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ტერორისტულ ორგანიზაცია "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირის ბრალდებით 4 პირი დააკავა.
ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე სუს-ის უფროსის მოადგილემ, ლევან იზორიამ განაცხადა.
თურქეთში 1 300 არალეგალი მიგრანტი დააკავეს. ცნობილია, რომ მიგრანტები საბერძნეთში აპირებდნენ ჩასვლას. როგორც თურქული სააგენტო "დოგანი" იტყობინება, დაკავების ოპერაციაში, რომელიც აივაჩიკის კურორტთან ჩატარდა , 250 სამართალდამცველი მონაწილეობდა.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი, გიგლა აგულაშვილი საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს, ბეტინა კადენბახს შეხვდა.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის გარემოს დაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს.
ლონდონში, საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს სტრატეგიული დიალოგის - „უორდროპის დიალოგის“ ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა ბრიტანეთის ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან.
ნატო-ში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი, ალექსანდრ გრუშკო თურქეთ-სირიის საზღვარზე რუსული "სუ-24"-ის ჩამოგდებისთვის პასუხისმგებლობას ნატო-ს აკისრებს. როგორც მან განაცხადა, ალიანსმა თურქეთს "პოლიტიკურად ხელი დააფარა".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.