ბენზინისა და დიზელის საწვავის ხარისხისა და შემადგენლობის ნორმების დარღვევაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა წესდება. აღნიშნულს "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევთა კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს, რომელიც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ მოამზადა და მთავრობამ პარლამენტს განსახილველად წარუდგინა.
იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია მიკერძოებულია და ძალიან მალე ის აპირებს, საკონსტიტუციო სასამართლოს რეფორმის დარგში პირველი მოკრძალებული, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგას.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები უნდა ითვალისწინებდნენ კანდიდატის საქმიანობას, მათ შორის, წარსულს, ასევე მის სუსტ და ძლიერ მხარეებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განუცხადა. წულუკიანის ეს განცხადება ლევან მურუსიძის წარსული საქმიანობის შესახებ არსებულ ინფორმაციის კომენტირებას მოჰყვა.
საქართველოს სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა საქართველოს შს სამინისტროს ქობულეთის პოლიციის თანამშრომლების მხრიდან შესაძლო არასათანადო მოპყრობის და სხვა დანაშაულებრივი ქმედებების ფაქტზე, გამოძიების დაწყების წინადადებით მთავარ პროკურორს მიმართა.
აშშ-ის ტენესის შტატში სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. როგორც სააგენტო "ასოშიეითედ პრესი" იტყობინება, "აპაჩის" ვერტმფრენმა კატასტროფა გეგმური სასწავლო ფრენის დროს განიცხადა. დაღუპულები ეკიპაჟის წევრები არიან.
საქართველოს სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
იუსტიციის სამინისტრომ პრეზიდენტს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის რეკომენდაციით მიმართა.
„შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვა, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი აქტიური მონაწილეობის უზრუნველყოფა ყველა ჩვენგანის ამოცანაა“ - საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილს ამ განცხადებას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
"როდესაც ვსაუბრობთ მარჯვენასაჭიან ავტომობილებზე, ამოსავალი წერტილი არის მოქალაქეების უსაფრთხოება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განუცხადა.
ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი გახლავთ უზრუნველყოფა, რომ მომდევნო არჩვენები იყოს მაქსიმალურად თავისუფალი და სამართლიანი, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ ინტერპარტიული ჯგუფის წევრებთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.