სახელმწიფო აუდიტის სამსახური შსს-ს 2013-2015 წლების ფინანსურ ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშის მიხედვით, 2013-2014 წლებში უწყების მიერ წარმომადგენლობითი ხარჯების ნაწილში დახარჯულია 2 მილიონ ლარზე მეტი. ანგარიში უმეტესად ირაკლი ღარიბაშვილის შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდს ეხება.
ჩემი თხოვნა იქნება, რომ ყველამ, მინისტრებმა, პრეზიდენტმა ჩვენი საქმე ვაკეთოთ და ვფიქრობ, ამით კიდევ უფრო ხელს შევუწყობთ ქვეყნის გაძლიერებას და არა - შოუების მოწყობას, რაღაც ქულების წერას და მოსახლეობისთვის თავის შეხსენებას, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან ვიცე პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ გააკეთა და აღნიშნა, რომ ის არ აპირებს რაღაც შოუებში მონაწილეობის მიღებას.
ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე სიცრუეს უწოდებს იმ ინფორმაციას, თითქოს თბილისის მერის დავით ნარმანიას იმპიჩმენტი უნდა განხორციელდეს.
ჭიათურაში, პერევისის მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა გუშინ საღამოს იმ დროს მოხდა, როდესაც მაღაროში ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობდა.
პაატა ბურჭულაძე ირაკლი ალასანიასთან და ბიძინა ივანიშვილთან კონსულტაციებს არ უარყოფს, - ამის შესახებ პაატა ბურჭულაძემ განცხადება "საქართველოს განვითარების ფონდის" დაფუძნების შემდეგ "თბილისი მარიოტში" ჟურნალისტების კითხვის - "ჰქონდა თუ არა კონსულტაციები ყოფილ პრემიერთან და "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერთან" - საპასუხოდ გააკეთა.
დიდთოვლობისა და ლიპყინულის გამო, ქვეყნის საავტომობილო გზების გარკვეულ უბნებზე გადაადგილებაზე შეზღუდვები და აკრძალვებია. საქართველოს გზებზე მდგომარეობის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინფორმაციას ავრცელებს.
აბაშიძე-კარასინის შეხვედრაზე პრაღის ფორმატის დღის წესრიგით გათვალისწინებული სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო და ჰუმანიტარული ხასიათის საკითხების გარდა, ოკუპაციასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
შსს-მ გურიაში მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული ნოდარ გ. მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ოზურგეთში დააკავეს.
ქუვეითში დაკავებული ისლამისტური დაჯგუფება იარაღს უკრაინაში ყიდულობდა. როგორც "დოიჩე ველე" იტყობინება, ამის შესახებ ქუვეითის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა.
რუსეთი მზად არის, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივების საკითხზე მუშაობა გააგრძელოს, - ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.