არასამთავრობო ორგანიზაციების გარკვეულ ნაწილს მთავარი პროკურორობის კანდიდატების შერჩევისა და არჩევნების პროცესთან დაკავშირებით გარკვეული შენიშვნები აქვს.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიორგი კანდელაკი მისი მისამართით პრემიერ-მინისტრის ბრალდებას “ტყუილს” უწოდებს. კანდელაკი დარწმუნებულია, რომ “ასეთ ზღვარგადასულ სიცრუეს მოკლე ფეხები ექნება”.
პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ევროპის სავაჭრო-სამრეწველო პალატების გაერთიანების პრეზიდენტს რიჩარდ ვებერს შეხვდა.
სამწუხაროდ, "თავისუფალი დემოკრატების" პარტიის ერთი ნაწილი უკან სვლის რეჟიმში არის, პარტიას უკან ექაჩება და განვითარების საშუალებას არ აძლევს, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა "თავისუფალი დემოკრატების" ახალგაზრდული ფრთის მიერ იუსტიციის სამინისტროს წინ გამართული აქციის კომენტირებისას განაცხადა.
ვლადიმერ გაბრიჩიძე მის კონკურენტს, მთავარი პროკურორობის კანდიდატად შერჩეულ ირაკლი შოთაძეს გამარჯვებას ულოცავს.
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მთავარი პროკურორობის კანდიდატის შერჩევის, კენჭისყრისა და ხმის დათვლის პროცესს აბსოლუტურად გამჭვირვალედ მიიჩნევს.
პარიზის ტერაქტების ორგანიზატორი აბდელჰამიდ აბაუდი მოკლულია. ინფორმაციას ამის შესახებ პარიზის პროკურატურა ავრცელებს.
ბელგიურმა მედიამ იმ თვითმკვლელი ქალის ვინაობა დაადგინა, რომელმაც გუშინ დილით, პარიზის სენ-დენის გარეუბანში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს თავი აიფეთქა.
საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის სამი თვით დაწესებას მხარი დაუჭირა. აღნიშნული წინადადებით პარლამენტს საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა მანუელ ვალსმა მიმართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.