საქართველოსა და სან მარინოს რესპუბლიკის საგარეო უწყებებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების რეგულარულად გამართვის მექანიზმის შექმნის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.
საფრანგეთი მოუწოდებს გაეროს უშიშროების საბჭოს , რომ ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რათა ISIS-ის წინააღმდეგ ბრძოლაში რაც შეიძლება მეტი ქვეყანა ჩაერთოს.
მალის დედაქალაქ ბამაკოში სასტუმრო Radisson Blu- ზე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა. უცხოური მედიის ინფორმაციით, სასტუმროს შენობიდან ავტომატური იარაღიდან სროლის ხმა ისმის. თავდამსხმელებს 170 ადამიანი ჰყავთ მძევლად აყვანილი.
"საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის" დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეებთან, ნიკოლოზ კრავეიშვილთან და ვახტანგ ღამბაშიძესთან ერთად ზესტაფონში მუნიციპალური ნაგავსაყრელის დახურვის სამუშაოები დაათვალიერა.
ისრაელის ელჩმა საქართველოში, იუვალ ფუქსმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.
"რუსეთთან უვიზო მიმოსვლის საკითხი დღესდღეობით არ განიხილება" - ამის შესახებ ჟურნალისტებს ევროინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, დავით ბაქრაძემ განუცხადა.
საქართველოს ვიცე- პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ გაზრდილ ენერგო-ტარიფებთან დაკავშირებით მორიგი კომენტარი გააკეთა და განმარტა იმის მიზეზი, თუ რატომ მოხდა ელექტროენერგიის 4 თეთრით გაიაფებული ტარიფის გაზრდა.
საგარეჯოს რაიონის სოფელ იორმუღალოში მკვლელობა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ "რუსთავი-2" ავრცელებს.
სოფლის მეურნეობის სექტორში 139 ახალი საწარმოა შექმნილი, უახლოესი თვეების განმავლობაში კი დაგეგმილია კიდევ 20 საწარმოს ამოქმედება, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ "ექსპო ჯორჯიაში" სამინისტროს 3-წლიანი საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს ბრიჯიტ ბრინკს შეხვდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.