საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტი სლოვაკეთის რესპუბლიკაში დაიწყო.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" "პოლიტიკური ოპონენტების მიმართ შერჩევითი სამართლისა და სიძულვილის ენის შეწყვეტის, ასევე ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ისადმი სოლიდარობის აქციის დროს დაკავებული პირებისათვის აღმკვეთი ღონისძიების არასაპატიმრო ღონისძიებით შეცვლის თაობაზე" პარლამენტს რეზოლუციის მიღებას სთხოვს.
ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი გაზრდილი შემოსავლების გადანაწილების სქემას საპარლამენტო კომიტეტებმა კენჭი ინდივიდუალურად უყარეს და მის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი ერთსულოვნად დაუჭირეს.
საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი, ალეკო ელისაშვილი იმედოვნებს, რომ თბილისის 2016 წლის ბიუჯეტი მოსახლეობაზე იქნება გათვლილი.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო შეეცდება ყველა საქმეზე, რომელთან დაკავშირებით კითხვები ჩნდება, საზოგადოების ინფორმირებულობა უზრუნველყოს.
"არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, რომელიც საქართველომ წელს მიიღო, ჩვენ ძალიან გვეამაყება" - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" მიმდინარე კონფერენციაზე განაცხადა.
„რუსთავი-2“-ის მფლობელები, ლევან და გია ყარამანიშვილები ტელეკომპანიის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებულთა პატიმრობაში დატოვებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ფარცხნალის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის მე-2 ეტაპის განხორციელება დაიწყო. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის კობა ლურსმანაშვილის ინფორმაციით, სოფელ ფარცხნალში 1კმ და 200 მეტრი სიგრძის გზაზე ბეტონის საფარი დაიგება.
თერჯოლაში, ზესტაფონი-ქუთაისის საავტომობილო გზის აღდგენით სამუშაოებზე პრობლემები შეიქმნა. საავტომობილო გზების დეპარტამენტში განცხადებით, ისევ ადიდდა მდინარე ჩხარა, რამაც დაზიანებულ მონაკვეთზე წყლის მოვარდნა გამოიწვია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.