ძლიერმა ქარმა ბაღდათის მუნიციპალიტეტში ხეები მოგლიჯა, უხვი ნალექის მოსვლამ კი ბაღდათი-საირმის გზაზე მეწყერის ჩამოწოლა გამოიწვია, რამაც საავტომობილო გადაადგილება შეზღუდა. სტიქიის შედეგად, მუნიციპალიტეტის სოფლებში დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები და სათბურები.
შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს და გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1989 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი თემურ ხ, 1988 წელს დაბადებული რეზო ხ, 1981 წელს დაბადეული ვაჟა ხ. და 1981 წელს დაბადებული მანუჩარ თ. ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დააკავეს.
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ატლანტიკური საბჭოს დელეგაციას სამუშაო ვახშამზე უმასპინძლა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საკითხთა ფართო სპექტრი განიხილეს.
ჰონკონგელმა მილიარდერმა, ჯოზეფ ლაუმ ჟენევაში სოთბის აუქციონზე მისი 7 წლის ქალიშვილისთვის $48 მილიონად 12.03 -კარატიანი ლურჯი ბრილიანტის ქვის ბეჭედი იყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
The Times – Facebook-ის გამოყენებაზე უარის თქმა ადამიანებს ბედნიერებს ხდის და ასევე უმცირებს მარტოობის და სიბრაზის გრძნობას, ასეთ დასკვნამდე მივიდნენ კოპენჰაგენის ინსტიტუტის მკვლევარები.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ გამართულ საპროტესტო აქციას სპეციალური განცხადებით ეხმაურება და „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებს პროტესტის რადიკალური ფორმით გამოხატვის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. guardian.ge აღნიშნულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის 206-ე კილომეტრზე, თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე 10-მეტრიანი საგზაო მონაკვეთის დაზიანების გამო სავალი გზის ეს ნაწილი ისევ გადაკეტილი რჩება. ცენტრალური გზის ამ მონაკვეთის დაზიანება წუხელ მდინარე ჩხარას ადიდებამ გამოიწვია.
ჩინეთის ონლაინ გაყიდვების გიგანტმა "ალიბაბამ" ერთ დღეში ყველა დროის გაყიდვების რეკორდი მოხსნა. დასავლეთელებისთვის ონლაინ გაყიდვების მხრივ საყოველთაოდ ცნობილი ვებგვერდები Amazon ან eBay–ია, მაგრამ ჩინეთში Alibaba–მ, ერთი დღის გაყიდვების მონაცემებით, მისი ამერიკული კონკურენტები საგრძნობლად ჩამოიტოვა უკან.
ქიბარ ხალვაშის ადვოკატი, პაატა სალია თამაზ ურთმელიძის მიერ გამოტანილ განჩინებას აფასებს და აცხადებს, რომ მას ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება გაასაჩივრებს თუ არა მას. სალიას თქმით მან საკუთარი პოზიცია ხალვაშთან უნდა შეათანხმოს.
„ტიკმატაჟის უღელტეხილზე ყველანაირი პრობლემა მოგვარებულია“ - ამის შესახებ guardian.ge-ს ნინოწმინდის გამგებელმა, გაგიკ კარსლიანმა განუცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.