ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ საქართველოს მთავარ პროკურატურაში შეთავაზებულ სპეციალური დაცვის ღონისძიებებზე უარი განაცხადა.
პროკურატურის ინფორმაციით, ნიკა გვარამიას ხელისუფლებისგან მესიჯი საქართველოში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი "თბილისი - 2015"-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანმა გადასცა. აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის საქმეზე სასამართლო განხილვა დღეისთვის დასრულებულია. მომდევნო პროცესი 26 ოქტომბერს, 10:00 საათისთვის ჩაინიშნა. სწორედ ამ დღეს უნდა გამოაცხადოს მოსამართლემ გადაწყვეტილება მოპასუხე მხარის შუამდგომლობაზე, რომელიც "რუსთავი 2"-სთვის და მისი მფლობელებისთვის ყადაღით მიღებული ზიანის ანაზღაურებას უკავშირდება.
„არასოდეს მესმოდა იმ ადამიანების, რომლებიც სხვისი სახელით უმაღლესი თანამდებობის პირები ხდებოდნენ, შემდეგ თავიანთ ლიდერებს ღალატობდნენ (სხვა პოლიტიკურ გუნდში გადადიოდნენ), მაგრამ მიუხედავად ამისა, ყოფილი პოლიტიკური ლიდერის ავტორიტეტით მოპოვებულ თანამდებობებს არ თმობდნენ", - ასე ეხმაურება დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე სანდრო ბრეგაძე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის დღევანდელ განცხადებას:
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.3937 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.3864 ლარს შეადგენდა.
ცნობილი ჰოლანდიელი ტრენერი კლარენს ვან დერ პუტი არასამთავრობო ორგანიზაცია – „პოზიციის“ ორგანიზებითა და „TVFree“-ს საინფორმაციო მხარდაჭერით 23 ოქტომბერს, 13:00-ზე არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებისა და სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტებისთვის თემაზე: ,,პიარის გავლენა ლიდერებისთვის“ მასტერკლასს გამართავს.
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი "რუსთავი 2"-ის დირექტორს ნიკა გვარამიას მოუწოდებს, რომ პროკურატურის სამუშაო მაგიდაზე დადოს ყველა გვარი და სახელი, ყველა ფაქტი მუქარის დამადასტურებელი, რათა გამოძიებამ შეძლოს წინ წაწევა. ამის შესახებ თეა წულუკიანმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.
არის რეალური მცდელობა იმისა, რომ ერთმანეთის დემონიზაციის გზით, "ქართულმა ოცნებამ" და "ნაციონალურმა მოძრაობამ" უკიდურესად დაძაბონ ქვეყანაში ვითარება, - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ჩიქოვანმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გიორგი მარგველაშვილთან მისი და "თავისუფალი დემოკრატების" სხვა წარმომადგენლების მიერ გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ჩვენ შეიძლება ასეთი განცხადება დღეს არ გაგვეკეთებინა, რომ არ მოგვესმინა ის შეფასებები, რომელიც პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა პოლიტიკურ საკითხებში, ფიქრია ჩიხრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტი ავლაბრის რეზიდენციაში, ამ წუთებში, მედიის წარმომადგენლებს ხვდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.