ყველა პოლიტიკოსმა, ხელისუფლებაში მყოფმა, თუ ოპოზიციონერმა უპირობოდ უარი უნდა ვთქვათ ნებისმიერი სახის ძალადობის, ფიზიკური დაპირისპირების პირდაპირ, თუ არაპირდაპირ მოწოდებაზე თუ გამართლებაზე,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი Facebook-ის ოფიციალურ ვებგვერდზე წერს.

სრულად...

პრეზიდენტ მარგველაშვილის გაკრიტიკების შემდეგ, სალომე ზურაბიშვილი პრემიერ-მინისტრსაც აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ღარიბაშვილის მიერ მთავრობის სხდომაზე დღეს გაკეთებული განცხადებები "მიუთითებს მის სრულ პოლიტიკურ გამოუცდელობასა და უუნარობაზე".

სრულად...

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მზად არის მონაწილეობა მიიღოს საქართველოს პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან კონსულტაციებში.

სრულად...

"ნაციონალურ მოძრაობას" ვითარება ადეკვატურად არ ესმის და ისინი NDI-ის გამოკითხვებმა აშკარად შეცდომაში შეიყვანა. მსოფლიოში 13%-იანი რევოლუცია ჯერ არ მომხდარა, ამ განცხადებას დეპუტატი ლევან ბერძენიშვილი აკეთებს და ასკვნის, რომ ქვეყანაში სიტუაციის ესკალაციის არანაირი საფრთხე არ არსებობს და არც საზოგადოებაშია რევოლუციური განწყობა.

სრულად...

სასჯელაღსრულების მინისტრის კახა კახიშვილის შეფასებით, პრეზიდენტის დღევანდელი განცხადება სიტუაციის ესკალაციას ახდენს. კახიშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტმა შეიძლება მოითხოვოს სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ კითხულობს, თუ რას ნიშნავს "ხისტი და ნაჩქარევი არ იყოს?"

სრულად...

პრეზიდენტის მიერ პოლიტიკურ პარტიებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან კონსულტაციების დაწყებაზე გაკეთებულ განცხადებას "თავისუფალი დემოკრატები" გამოეხმაურნენ და ავლაბრის რეზიდენციაში მივიდნენ.

სრულად...

თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის შეფასებით, პრეზიდენტის დღევანდელი განცხადება არის უპასუხისმგებლო და საქართველოს კონსტიტუციურ წესრიგს არავითარი საფრთხე არ ემუქრება. ამის შესახებ ხიდაშელმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ პრეზიდენტის განცხადების კომენტირებისას განუცხადა.

სრულად...

"ეს გადაცდა ყველა ზომიერების ნორმას ... ასეთი განცხადება სწორედაც იმას უწყობს ხელს, რასაც ვითომცდა პრევენციას უკეთებს... ნაცების პროვოკაციებს ეხმაურება და ლეგიტიმაციას აძლევს", - ასე აფასებს საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტ მარგველაშვილის დღევანდელ განცხადებას.

სრულად...

მოსამართლე მართავს პროცესს და მას აქვს უფლება დასაბუთებული გადაწყვეტილება პროცესის ნორმალურად ფუნქციონირებასთან დაკავშირებით მიიღოს, განუცხადა ჟურნალისტებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო პროცესის შეფასებისას.

სრულად...

საქართველოს ვიცე-პრემიერი კახა კალაძე პრეზიდენტის განცხადებას, მოსამართლეზე "პირდაპირ ზეწოლად" აფასებს. კახა კალაძე პრეზიდენტს მოუწოდებს მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით დამატებითი განმარტებები გააკეთოს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი